კომპანიამ Mattel-მა, რომელიც „ბარბის“ მფლობელია, ახალი თოჯინების გაყიდვას იწყებს, რომლებსაც კანის დაავადებები აქვთ და ეტლში სხედან. ამის შესახებ ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.
კომპანიამ პოპულარული სათამაშოს ახალი ვერსიები შექმნა, რომლის მიზანიც ადამიანის მრავალფეროვანი გარეგნული მხარის წარმოჩენაა. გაყიდვაში გავიდა მაგალითად თოჯინა, რომელსაც თმა არ აქვს. კოლექციაში ასევე გამოჩნდა თოჯინა, რომელსაც კანის ლაქები აქვთ, როგორც ადამიანებს, რომლებსაც ვიტილიგოს დაავადება აქვთ.
კომპანიის განცხადებით, გასულ წელს თოჯინებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ეტლიანი ბარბი იყო, ამიტომ წელს ასორტიმენტის გამრავალფეროვნება გადაწყვიტეს და შექმნეს ოქროსფერპროთეზიანი აფროამერიკელი ბარბი.