რუსმა სუპერმოდელმა ირინა შეიკმა მედიასთან ამერიკელ მსახიობ ბრედლი კუპერთან დაშორების მიზეზებზე ილაპარაკა. რუსული მედიის ცნობით, შეიკმა განაცხადა, რომ არ არის აუცილებელი ორმა მშვენიერმა ადამიანმა კარგი წყვილი შექმნას.
„ვფიქრობ, ძალიან გაგვიმართლა, რადგან გადავიტანეთ ის, რაც იყო ჩვენს შორის,“ - განაცხადა შეიკმა და დასძინა, რომ ის ძლიერი პიროვნებაა, რაც ბევრ კაცს აშინებს.
მოდელმა ასევე განაცხადა, რომ თუ ვინმე მიდის მისი ცხოვრებიდან, ეს სამუდამოდ ხდება: „მე ვწყვეტ ყველა კავშირს. ვფიქრობ ზოგიერთს ეს სიცივე აშინებს. ბევრმა არ იცის, რომ ამ ყველაფრის ქვეშ არის კეთილი, საყვარელი ადამიანია, რომელიც ინტერვიუს დროს ტირის,“ - განაცხადა შეიკმა.
ბრედლი კუპერსა და რუს მოდელ ირინა შეიკს რომანი 4 წლის განმავლობაში ჰქონდათ. თუმცა დაშორდნენ. 2 წლის ლეა, მათი ქალიშვილია.
შეიკისა და კუპერის ურთიერთობა 2015 წლის აპრილში დაიწყო. გასულ წელს ბრედლი კუპერისა და მომღერალ ლედი გაგას ერთობლივი ფილმის „ვარსკვლავის დაბადების“ გამოსვლის შემდეგ ტაბლოიდები წერდნენ, რომ კუპერი შეიკს ლედი გაგასთან ღალატობს.
ტაბლოიდების მიხედვით, ლედი გაგა მზადაა მარტოდარჩენილი კუპერი ანუგეშოს. მითუმეტეს, რომ ფილმის გამოსვლიდან მალევე, ლედი გაგამ თავისი ქორწილიც ჩაშალა.