ავსტრალიაში 60 წლის ქალი ცნობილი ავსტრალიური დესერტის „ლამინგტონის“ სწრაფად ჭამის ჩემპიონატზე დაიღუპა. ამის შესახებ გამოცემა BBC წერს.
ინციდენტი ქალაქ ჰერვი-ბეიში მოხდა, სადაც ავსტრალიის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართებოდა. ნამცხვრის ჭამისას ქალს ეპილეფსიური შეტევა დაემართა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.