ამერიკელმა მწერალმა სტივენ კინგმა „ოსკარის“ დაჯილდოების ორგანიზატორები თეთრკანიანი კანდიდატებისადმი მიკერძოებულ მიდგომაში დაადანაშაულა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი ავრცელებს.
კინგის თქმით, წარსულში რასობრივი კუთხით „ოსკარზე“ გაცილებით უარესი სიტუაცია იყო შექმნილი.
„მე საკმარისად მოხუცი ვარ, რათა მახსოვდეს დრო, როდესაც ჰოლივუდში მხოლოდ რამდენიმე აფროამერიკელი რეჟისორი და ერთი ქალი რეჟისორი იდა ლუპინო იყო“, - განაცხადა კინგმა.
მისივე თქმით, ზოგიერთი ნიჭიერი რეჟისორის იგნორირება პრემიის ჟიურის შემადგენლობას უკავშირდება. კერძოდ, 8 წლის წინ ჟიურის წევრთა 94%-ს თეთრკანიანები წარმოადგენდნენ, მათი 77% კი კაცი იყო. წელს ჟიურის წევრთა 32% ქალია. სტივენ კინგი ამბობს, რომ კინოაკადემია რასობრივი და გენდერული თანასწორობის მხრივ სიტუაციის გამოსწორებას ცდილობს, თუმცა ამას არასაკმარისად სწრაფად აკეთებს.