იგეგმება თუ არა ძაღლის ყეფაზე 50-ლარიანი ჯარიმის დაწესება? - რას ამბობენ პარლამენტში

იგეგმება თუ არა ძაღლის ყეფაზე 50-ლარიანი ჯარიმის დაწესება? - რას ამბობენ პარლამენტში

ვადასტურებ, რომ მსგავსი არაფერი იგეგმება და 50 ლარის გადახდაც არავის მოუწევს ძაღლის ყეფაზე, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ზაზა ხუციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ჯობია ჯერ საზოგადოება გაერკვეს, რომ მსგავსი არაფერი არ იგეგმება.

„საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ სანამ ძალიან სერიოზულ დისკუსიაში შევლენ იმის შესახებ, ძაღლის ყეფაზე ვაწესებთ, თუ არა 50 ლარს, ჯობს ჯერ გაერკვნენ, იმიტომ, რომ 1 კვირის დისკუსიის მერე როცა ხვდები, რომ მსგავსი არაფერი არ იგეგმება, რა თქმა უნდ,ა თვითონ ალბათ უხერხულ მდგომარეობაში გრძნობენ თავს და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მსგავსი არაფერი არ იგეგმება", - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

ინფორმაცია ასეთი კანონ-პროექტის არსებობის შესახებ მედიაში დაახლოებით 2 თვის წინ გავრცელდა.

Maverick ხომ არ აჯობებდა პარლამენტმა მაგ მედიებს დაეწესოს მყეფარე ფეიკების ყეფაზე ჯარიმები?!...
4 წლის უკან