მილიონზე მეტი ადამიანი NBA-ს ლოგოს კობი ბრაიანტის გამოსახულებით შეცვლას ითხოვს

მილიონზე მეტი ადამიანი NBA-ს ლოგოს კობი ბრაიანტის გამოსახულებით შეცვლას ითხოვს

NBA-ს ლოგოტიპზე კობი ბრაიანტის გამოსახულებით შეცვლის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა. ამის შესახებ BBC წერს.

​გამოცემის ინფორმაციით, პეტიცია ვებგვერდზე Change.org ვინმე ნიკ ემმა შექმნა. ავტორის თქმით, ლოგოზე კალათბურთელის სილუეტის გამოსახულებით მისი მემკვიდრეობა უკვდავი გახდება. პეტიციას ხელი უკვე მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა.

ახლა საკალათბურთო ასოციაციის ლოგოზე „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ლეგენდარული კალათბურთელის ჯერი ვესტის სილუეტია გამოსახული. კალათბურთელი 81 წლისაა.

41 წლის კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში 26 იანვარს დაიღუპა. მასთან ერთად ავიაკატასტროფას კიდევ 8 ადამიანი, მათ შორის კალათბურთელის 13 წლის ქალიშვილი ესსხვერპლა. კატასტროფის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.