ჰოლივუდის მსახიობები ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი ერთმანეთს საიდუმლოდ ხვდებიან, ამის შესახებ Mirror წერს.
ყოფილი წყვილის მეგობრები ამბობენ, რომ ბრედი და ჯენიფერ ენისტონი უკვე ხუთჯერ შეხვდნენ, რის შემდეგაც აღიარეს, რომ ერთმანეთის მიმართ გრძნობები აქვთ. ყოფილმა ცოლ-ქმარმა საშობაო არდადეგებიც ერთად გაატარა.
ბრედ პიტის კომპანია Plan B-ს თანამშრომელი ამბობს, რომ ბოლო დროს მსახიობი სულ ყოფილ ცოლზე საუბრობს: „მათ აღადგინეს რომანტიკული ურთიერთობები. წლებია ისინი ასეთი ბედნიერები არ მინახავს, “ - აცხადებს რესპონდენტი გამოცემასთან საუბარში.
გასულ კვირას პიტმა მედიასთან განაცხადა, რომ სოცილურ ქსელებში გავრცელებულ ჭორებზე არაფერი იცის. „ვიყავი გულუბრყვილო და ასეთად დავრჩები,“- აცხადებს პიტი.
2020 წლის 19 იანვარს ჰოლივუდის მსახიობებმა ბრედ პიტმა და ჯენიფერ ენისტონმა აშშ-ის კინოაკადემიის გილდიის დაჯილდოებაზე თაყვანისმცემლები გააოცეს. TMZ-ის ცნობით, ყოფილი ცოლ-ქმარი ერთმანეთის მიმართ ემოციებს და მაქსიმალურ ყურადღებას დაუფარავად გამოხატავდა.
ჯენიფერ ენისტონი და ბრედ პიტი 2000 წელს მალიბუზე დაქორწინდნენ. ხუთი წლის შემდეგ კი წყვილმა დაშორების შესახებ განაცხადა. ამის მიზეზი პიტის და ანჯელინა ჯოლის რომანი გახდა. წყვილი ოფიციალურად 2014 წელს დაქორწინდა, 2016 წელს კი ჯოლიმ განქორწინებაზე განაცხადა.