დედოფალ ელისაბედ მეორეს ვაჟი პრინცი ენდრიუ ამერიკელ გამომძიებლებთან მილიარდერ ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე საერთოდ არ თანამშრომლობს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პრინცის დაკითხვა პროკურატურას და FBI-ს სურთ, რომლებიც ენდრიუს ადვოკატებს დაუკავშირდნენ, მაგრამ პრინცი თანამშრომლობაზე უარს აცხადებს. ბუკინგემის სასახლეში საქმეზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებენ, რადგან საქმით ენდრიუს ადვოკატები არიან დაკავებულები.
66 წლის ჯეფრი ეპშტეინი არასრულწლოვანთა ტრეფიკინგისა და პროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდებით 7 ივლისს დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა დანაშაული 2002 და 2005 წლებში ნიუ-იორკსა და ფლორიდაში ჩაიდინა. 10 აგვისტოს მილიარდერმა საკანში თავი მოიკლა. ეპშტეინის სიკვდილმა შეთქმულების თეორიები გააჩინა.
ეპშტენის ერთ-ერთი მსხვერპლი ვირჯინია ჯუფე ამტკიცებს, რომ არასრულწლოვანი იყო, როცა მილიარდერის ბრძანებით პრინც ენდიუსთან სექსი ჰქონდა. იორკის ჰერცოგი ბრალდებებს უარყოფს. სკანდალის გამო ენდრიუმ სამეფო მოვალეობების შესრულებაზე უარი განაცხადა.