ქართულ-ამერიკულ 27 წლიან ოფიციალურ დიპლომატიურ ურთიერთობებში, ახალი ტრენდი გაჩნდა. სულ რაღაც ერთი თვის მანძილზე ერთმანეთზე მიწყობილად მთავრობამ 7 ამერიკელი კონგრესმენის და სენატორის წერილები მიიღო, რომლებიც „ქართული ოცნების“ აქამდე არნახულ მძაფრ კრიტიკას შეიცავდა. პირველად ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში ამერიკელმა კონგრესმენმა (რესპუბლიკელი პეტ ოლსონი) საქართველოს მთავრობას საჯაროდ უწოდა „კორუმპირებული.“ ამის საჯაროდ თქმის უფლება საკუთარი თავისთვის აშშ-ს კონგრესმენებს შევარდნაძის პერიოდშიც კი არ მიუციათ, როდესაც გაცილებით მეტი საფუძველი ჰქონდათ ჩვენი მთავრობის კორუფციაში დადანაშაულების.
პერიოდულად კრიტიკული წერილები აშშ-ს კონგრესიდან საქართველოს მთავრობას „ნაციონალების“ მმართველობის დროსაც მოსდიოდა. თუმცა, განსხვავება ის იყო, რომ სააკაშვილის ხელისუფლება მათ არ ასაჯაროებდა და საზოგადოებას უმალავდა.
ალბათ, ცოტა ვინმეს თუ ეპარება ეჭვი, რომ კონგრესმენთა მიერ ჩვენი მთავრობის „დაბომბვა“ მრისხანე წერილებით „ნაციონალების“ და მათი ამერიკელი ლობისტების ნამუშევარია. რვაწლიანი მმართველობის მანძილზე, თუკი რამეში დააგროვა „ნაცმოძრაობამ“ გამოცდილება და რესურსი, ევროპასა დ ამერიკაში მძლავრი ლობისტური ქსელის შექმნასა და ლობისტური საქმიანობის ხელოვნებაში. წერილების შინაარსი და პათოსი ლამის ტყუპისცალებივით ჰგვანან ერთმანეთს და შეიცავენ არაერთ მტკიცებას, რომელსაც რეალობასთან საერთო არაფერი აქვს (ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ). თუმცა ვითომდა „მეგობრების“ წერილებიდან მკაფიოდ იკითხება, რომ ისინი დიდი სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია, რომლის მიზანია არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ როგორც მმართველი პარტიის მაქსიმალური დელეგიტიმაცია-დემორალიზაცია და საზოგადოებაში განცდის შექმნა, რომ „ქართულ ოცნებას“ სხვა არჩევანი არ დარჩენია ხელისუფლების გადაბარების გარდა.
აშშ-ს თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა, რომელიც ხშირად სტუმრობს საქართველოს, კონგრესმენების წერილს „გამაფრთხილებელი გასროლა“ უწოდა. საინტერესოა, რატომ უნდა სჭირდებოდეს აშშ-ს მის ოფიციალურ სტრატეგიულ პარტნიორთან გამარფთხილებელი გასროლების ენაზე საუბარი, მით უმეტეს, რომ არავითარი დრამატული და ნეგატიური ორმხრივ ურთიერთობებში არ ხდება და „ფრონტერა“-სთან დაკავშირებული სამართლებრივი კონფლიქტი, რომელიც ამჟამად სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოში განიხილება, არის ცალკე შემთხვევა და არაფერ შუაშია ორმხრივ სტრატეგიულ ურთიერთობებთან. აშშ-ში სადაც კანონმორჩილება ლამის რელიგიის რანგშია აყვანილი, ლობისტობა ცალკე თემაა და ეს იცის ყველამ, მათ შორის იმ ქართულმა პარტიებმა, რომლებიც დიდწილად გარე მხარდაჭერის ხარჯზე ინარჩუნებენ თავს პოლიტიკურ რუქაზე.
ლობიზმის შუქ-ჩრდილები აშშ-ში
ამერიკულ პოლიტიკაში ლობისტების წინააღმდეგობრივ როლზე უამრავი რამ დაწერილა და თქმულა. აშშ-ში ისინი პოპულარობით არ სარგებლობენ, მედია მათ არ წყალობთ, რადგანაც მიაჩნიათ, რომ ისინი უსამართლო სარგებელს იღებენ და ლობისტობით ქმნიან ისეთ პოლიტიკას, რომელიც მხოლოდ მათ ასარგებლებს და არა საზოგადოებას და საერთო სიკეთეს. შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ დღეს აშშ-ში ფედერალური დონეზე 9,500 ლობისტია დარეგისტრირებული, რაც ნიშნავს რომ კონგრესისა და სენატის თითო წევრზე 18 ლობისტი მოდის. ვაშინგტონში მდებარე ორგანიზაციის Center for Responsive Politics მონაცემებით, ლობისტები წელიწადში $3 მილიარდ აშშ დოლარს ხარჯავენ კონგრესის წევრებზე გავლენის მოსახდენად. აშშ-ს კანონმდებლობაში არაერთი ხვრელია, რომელიც აძლევს საშუალებას ბევრ ცნობილ ყოფილ კონგრესმენს შეასრულონ ლობისტის ფუნქცია ოფიციალური რეგულაციების გვერდის ავლით. მაგალითად ლობისტი, რომელიც მუშაობს ერთი კლიენტის სახელით და ამაზე საკუთარი დროის 20% ზე მეტს არ ხარჯავს, არ არის ვალდებული დარეგისტრირდეს და კლიენტთან მისი ურთიერთობის მონაცმები გაასაჯაროოს. მეტიც, კანონმდებლობით ისინი არც ითვლებიან ლობისტებად. ეს „20%-ის წესი“ კარგი საშუალებაა ფარული ლობისტური საქმიანობისათვის. ამერიკული პრესა აჭრელებულია ასეთი შემთხვევებით. მაგალითად, 2006 წელს ყოფილი ლობისტი ჯეკ აბრამოვი დამნაშავედ სცნეს გადასახადების დამალვისა და სხვა აფიორების გამო. სკანდალში ოცამდე პირი აღმოჩნდა ჩათრეული, მათ შორის კონგრესის უმრავლესობის ლიდერი თომ დილეი.
ლობისტები მეტწილად სახელმწიფო სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლები, მათ შორის ყოფილი კონგრესმენები და სენატორები არიან. შესაბამისად, ხშირად ისინი ლობირებენ იმავე ხალხთან, ვისთანაც წლების მანძილზე ერთად მუშაობდნენ. მაგალითად, „ნაცმოძრაობის“ ამჟამინდელი ლობისტი რენდი შიონემანი წლების მანძილზე სენატორ ჯონ მაკკეინის აპარატის უფროსი იყო. ამერიკულ მედიაში უამრავი ერთმანეთზე უფრო ეშმაკური მეთოდია აღწერილი, რომლითაც ლობისტები ზემოქმედებენ კონგრესმენებზე და სენატორებზე. არცთუ იშვიათად, ლობისტები თავად წერენ კანონებს და მზა ფორმით აწვდიან უკვე „შეკერილ“ კონგრესმენებს. გარდა ამისა, ლობისტები ძალიან ეფექტურად ახდენენ კონგრესმენებზე მაცდუნებელ გავლენას სარფიანი სამუშაოს შეთავაზებით, რაც ნიშნავს დასაქმებას ლობისტურ ფირმაში, მას შემდეგ რაც კონგრესმენი გადადგება ან წააგებს არჩევნებს. საუბარია ათეულობით მილიონ დოლარის ხელფასზე. შესაბამისად, როგორც ამერიკული მედია და ექსპერტები წერენ, ბევრი კონგრესმენი საკმარისზე მეტად არის მოწადინებული დააკმაყოფილოს იმ ლობისტთა ინტერესები და მოთხოვნები, რომლებიც გარკვეული ხნის შემდეგ შეიძლება მათი დამსაქმებლები გახდნენ.
სადღეისოდ გადამდგარ სენატორთა ნახევარი ლობისტურ ფირმებშია დასაქმებული და იქ დამყარებულ კავშირებსა და გავლენებს სარფიანად ჰყიდიან შიდა თუ გარე კლიენტებზე. დიდი ალბათობით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მოვალეობის მოხდის მიზნით, კონგრესმენებს გაუგზავნიან განმარტებით წერილებს და შეხვდებიან კიდეც მდგომარეობის გასარკვევად. თუმცა, ეს მათ პოზიციებს ძნელად თუ შეცვლის, თუკი ისინი „ნაციონალების“ ამერიკელ ლობისტებს უკვე წამოგებული ჰყავთ ანკესზე.
მითები და სინამდვილე
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამერიკელ კონგრესმენთა წერილები სავსეა „მტკიცებებით“ საქართველოში ეკონომიკურ ვარდნაზე, კორუფციაზე, ბიზნესების შევიწროებაზე, დემოკრატიის უკუსვლასა და მედია პლურალიზმის შეზღუდვაზე და ა.შ. მოკლედ არ დარჩენილა ცოდვა, რომელშიც კონგრესმენებს „ქართული ოცნება“ არ დაედანაშაულებინოთ. თუმცა ეს „მტკიცებები“ წინააღმდეგობაში მოდის რეალობასთან და იმ საერთაშორისო რეიტინგებთან, რომლითაც წერილების „ინკოგნიტო“ ავტორები, რა თქმა უნდა, არც დაინტერსედებოდნენ გასაგები მიზეზების გამო. კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 56 ქულით 180 ქვეყანას შორის 44-ე ადგილს იყოფს ევროკავშირის წევრებს - ჩეხეთთან და ლატვიასთან. ხოლო კორუფციის მეორე კვლევის მიხედვით, 41 ქულით, საქართველო, ესპანეთი, ლატვია და ლიეტუვა ერთ რიგში არიან. საქართველოს კი სლოვაკეთსა (57) და ხორვატიაზე (60) უკეთესი მონაცემები აქვს. http://worldpopulationreview.com/countries/most-corrupt-countries/ პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსის მიხედვით, რომელსაც ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (Reporters Without Borders) ადგენს, საქართველოს 28,98 ქულით მე-60 ადგილი უკავია. წინა წელთან შედარებით საქართველო ერთი ადგილით დაწინაურდა. უკრაინამ კი 101 პოზიციაზეა. Heritage Foundation 2019 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო 16-ე ადგილზეა დანია, ესტონეთსა და ლუქსემბურგს შორის, კატეგორიაში „მეტწილად თავისუფალი“ https://www.heritage.org/index/. ტერორიზმის 2019 წლის საერთაშორისო ინდექსში საქართველო მოხსენიებულია ქვეყნად, სადაც ტერორიზმი არის „ძალიან დაბალი.“ 2019 წლის გლობალური ინოვაციების ინდექსში 129 ქვეყანას შორის საქართველო 2017 წლიდან მოყოლებული 68-ე ადგილიდან 48-ე ადგილზე დაწინაურდა. https://www.wipo.int/edocs/pubdocs/en/wipo_pub_gii_2019/ge.pdf
ჩამონათვალის გაგრძელება, რა თქმა უნდა, კიდევ შეიძლება, თუმცა მოყვანილი მონაცემებიც სავსებით საკმარისია. ბოლოსდაბოლოს ყველა ჩვენგანს გვაქვს თვალები, ყურები და გონი, რომ თავად შევაფასოთ სიტუაცია, რომელიც გვიჩვენებს, რომ პრობლემების და შეცდომების მიუხედავად, რომელთა გარეშეც არ ხდება განვითარება, ქვეყანა მაინც წინ მიიწევს და ვითარდება.
ბუმერანგის ეფექტი
„ნაციონალები“ და მათი ლობისტები, ბუნებრივია, ტყუილად არ გარჯილან და ფული ტყუილად არ დაუხარჯავთ კონგრესმენების წერილების ორგანიზებაზე. ისინი აქედან კონკრეტულ პოლიტიკურ სარგებელს ელოდებიან. თუმცა, „ნაციონალების“ ქრონიკული პრობლემა ყოველთვის იყო ის, რომ საკუთარ ფასეულობათა ტყვეობაში მყოფთ, არ ესმოდათ და არც სურდათ გაეგოთ თუ რით სუნთქავს ქართული საზოგადოება. მათთვის ქართული საზოგადოება გაიგივებულია მათ იდეურ მომხრეებთან, რომლებიც სინამდვილეში მოსახლეობის უმცირეს ნაწილს წარმოადგენენ. მათ არ ესმით, რომ თუნდაც ამერიკელი თუ ევროპელი მეგობრების მენტორულ-დამრიგებლური ტონი და ჭკუის სწავლება, ჩვენს საზოგადოებაში მეტწილად უარყოფით კონტექსტში აღიქმება და აბსორბირდება, აქედან გამომდინარე შედეგებით. კონგრესმენების და სენატორების წერილები, რომლებიც სავსეა ფაქტობრივი უზუსტობებით და აშკარად იგრძნობა სიმპათიები „ნაცმოძრაობის“ მიმართ, შესაძლოა, ბუმერანგად დაუბრუნდეს არა მხოლოდ „ნაცმოძრაობას“ არამედ აშშ-ს. სავსებით ცხადია, რომ ამ წერილებით გამხნევებული ოპოზიცია კიდევ უფრო გააძლიერებს ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლის მცდელობებს, რასაც ქვეყანაში დესტაბილიზაცია შეიძლება მოჰყვეს. ქართულმა საზოგადოებამ შეიძლება კონგრესმენთა ეს წერილები განიხილოს, როგორც დასავლეთის მცდელობა და სურვილი ხელისუფლებაში დააბრუნოს „ნაციონალური მოძრაობა.“ შესაბამისად, ხალხი უფრო მოტივირებული გახდეს ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ეს არ დაუშვას. არსებობს საზოგადოებაში ანტი-დასავლური და ანტი-ამერიკული განწყობების გაღვივების ალბათობაც, ასე რომ, სავსებით შესაძლებელია, აშშ-დან მოწერილი „მეგობრის წერილები“ თავად აშშ-ს ადმინისტრაციისათვის გახდეს თავის ტკივილი. დესტაბილიზაცია საქართველოში, წესით, ამერიკელთა ინტერესებში არ უნდა შედიოდეს.
ააააააააააააააა......
იძახეთ მერე ანტიდასავლური კამპანია ...პუტინის ფულები ......... გაზპრომის ფულები და ა.შ.
ოღონდ თვითონ კუდი არ მოიჭრან და თავიააანთ სისულეეებს ყველას აბრალებენ
კი მაგრამ გიჟია პუტინი ფულები ხარჯოოოს?---- როცა იმის საქმეს თვითონ ამერიკელები აკეთებენ??....თვითონ ამერიკელები მიერეკებიან ქართველ ხალხს რუსეთისკენ...
.ეტყობა პუტინმა გაზპრომის ფულებით ეხლა ის კონგრესმენები მოისყიდა----- ეგრე გამოდის, ეს კონგრესმენები სინამდვილეში პუტინის საქმეს აკეთებენ
რამდენჯერღა ვთქვა ................. მაგ მეგობრებს მხოლოდ იმისთვის ვჭირდებით რომ რუსეთს განუწყვეტლივ ფინიასავით ვუყეფოთ, თანაც სუ აქტიურ ფაზაში ვიყოთ. ხოლო თუ 2008 --სავით უფრო ,,დიდ ჩიტს,, დავიჭერთ, ჩვენი სახით მაგათ პირდაპირ ჯოკერი დაეცემათ--ასჯერ უკეთესი იქნება მაგათთვის!! მერე გაცილებით უფრო დიდი რიხით შეუტევენ რუსეთს ,,დემოკრატიის დარღვევისათვის,, (თვითონ ათჯერ უარესები) თან რუსებს როგორც კონკურენტებს უფრო კაი კაი სანქციებს დაუწესებენ ..... უფრო არგუმენტირებულად ჩაიწერენ რუსების წინასე ქულებს
ჰოოოდა ნაცებისაგან განსხვავებით ესენი ასეთ ჯოკერებს რომ არ აძლევენ მაგათ, სინამდვილეში იმიტომაც ,,ირღვევა,, საქართველოში დემოკრატიული სტანდარტები..... იმიტომაც არიან ესენი პუტინის მარიონეტები და ქვეყნის ამომგდებები
მოკლედ უფრო აქტიური ეკალი უნდა ვიყოთ რუსების ტრაკში, უფრო აქტიური
აბა რუსეთთან ესე სიჩუმე მაგათთვის რა ხეირია? რაღაც სალაპარაკო კოზირი ხო მაინც უნდა მივცეთ? აბა ისე ჩვენ მაგათ რაში ვჭირდებით?გავრილოვის ღამე არ იყო საკმარისი...რაღაც უფრო მამალი კოზირი სჭირდებათ
მოკლედ აქტიურები უნდა ვიყოთ, აქტიურები..... ბოლო ბოლო ერთი ორი კაცი მაინც ხომ უნდა მოვაკვლევინოთ რუსებს ან რუსებს დივერსანტები მაინც ხომ უნდა დავუჭიროთ--- ენვერ 27 ან რაღაც მაგდაგვარები. ბოლო ბოლო რუსებთან რაღაც სალაპარაკო პატარა თემა მაინც ხომ უნდა მივცეთ
ჰოოდა ირღვევა დემოკრატია......
აი არსი ესააა, ეს ...პლიუს ნაცების დიდი მაყუთი(60%)....
მოკლედ რა სარგებლობა მოაქვს მააააააამალს...
გვჩინჩლავენ მასწავლებელო ეგენი მხოლოდ, გვჩინჩლავენ