დედოფალმა ელიზაბეტმა პრინც ჰარის და მეგან მარკლს თავისუფლება ტიტულის სანაცვლოდ სამეფო ქორწილამდე რამდენიმე კვირით ადრე პირადად შესთავაზა.
სანდო წყაროზე დაყრდნობით The Sun ავრცელებს ინფორმაციას, რომ 2018 წლის მაისში 93 წლის მმართველი მეგანს პირადად გაესაუბრა და შესთავაზა გაეგრძელებინა სამსახიობო კარიერა და ცხოვრების ისეთი სტილით ეცხოვრა, როგორსაც თავად მოისურვებდა, თუმცა, როგორც უცხოური გამოცემები და ტაბლოიდები აღნიშნავენ, წყვილი იმდენად გახარებული იყო ქორწილის დაგეგმვით, რომ საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე არსებული ვალდებულებები საკმარისად ვერ გააცნობიერეს.
"დედოფლის შეთავაზება ნებას რთავდა მეგან მარკლს გაეგრძელებინა სამსახიობო კარიერა, მაგრამ ის იმდენად ბედნიერი იყო და იმდენად სურდა ჰარისთან ერთად ყოფნა და მასზე ქორწინება, რომ მან გადაწყვიტა სამეფო ოჯახის წევრი გამხდარიყო" - ამბობს სამეფო ოჯახთან დაახლოვებული პირი The Sun-თან საუბრისას.