ბილი აილიში გრემის რიგირთ 62-ე დაჯილდოებაზე 4 ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელი გახდა და ამით ისტორიაში ადგილი დაიკავა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი, რომელმაც ერთ ღამეში 4 ჯილდო მოიპოვა.
18 წლის მომღერალმა შემდეგ კატეგორიებში გაიმარჯვა: Best New Artist, Album Of The Year, Best Record და Song Of The Year.
როდესაც ბილიმ სცენა დაიკავა და ნომინაციებში გამარჯვებისთვის ფანებს და კრიტიკოსებს მადლობა გადაუხადა, მან ისიც განაცხადა, რომ მისი აზრით ნომინაციში Album, Of The Year გამარჯვებული არიანა გრანდე უნდა ყოფილიყო.
ბილის მსგავსად 4 გრემის მფლობელი მისი ძმა, ფინეასიც გახდა.