ამერიკელმა მომღერალმა და მსახიობმა ჯენიფერ ლოპესმა ბრენდ Guess-ის 2020 წლის გაზაფხულის კოლექცია წარადგინა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.
სარეკლამო ფოტოები 50 წლის მომღერლის Instagram-ზე გამოქვეყნდა. სარეკლამო კამპანიის არტდირექტორი Guess-ის მთავარი კრეატიული დირექტორი პოლ მარჩიანო გახდა.