კვენტინ ტარანტინომ ბლოკბასტერები გააკრიტიკა

კვენტინ ტარანტინომ ბლოკბასტერები გააკრიტიკა

რეჟისორმა კვენტინ ტარანტინომ ბლოკბასტერების ფრანშიზების და სუპერგმირების შესახებ ფილმების სიმრავლის გამო უკმაყოფილება გამოთქვა. ამის შესახებ მან გამოცემა Deadline-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

გამოცემის ინფორმაციით, ტარანტინომ განაცხადა, რომ ახლა კინოსამყაროში ომი მიმდინარეობს, რომლებშიც ჭეშმარიტი კინოპროდუქცია და კომერციული სურათები მონაწილეობენ.

ტარანტინომ აღნიშნა, რომ 2019 ყველა წარმატებული წელი იყო კომერციული პროექტებისთვის, როგორებიცაა Marvel-ის ფილმები, „ვარსკვლავური ომები“ და ა.შ. თუმცა, რეჟისორის აზრით ასეთი სურათების ლიდერობა მრავალმა „ნამდვილმა კინოსურათმა“ დაარღვია, რომლებმაც მაყურებლების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

მანამდე სუპერგმირებზე ფილმები მარტინ სკორსეზემ და ტერი გილიამმაც გააკრიტიკეს.