საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზაზა ფაჩულია ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელის, კობი ბრაიანტის ტრაგიკულ სიკვდილს ეხმაურება.
„ძალიან ადრე წახვედი. ძალიან ვწუხვარ. ძალიან ბევრს გაუტეხე გული და ატირე. მადლობა ძალიან ბევრი მოგონებისთვის“, - წერს ფაჩულია.
ტრაგიკულ ინციდენტს ეხმაურება ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) მოასპარეზე ქართველი კალათბურთელი, „ინდიანა პეისერსის“ მოთამაშე გოგა ბითაძეც.
41 წლის კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში 26 იანვარს დაიღუპა. მასთან ერთად ავიაკატასტროფას კიდევ 8 ადამიანი, მათ შორის კალათბურთელის 13 წლის ქალიშვილი ესსხვერპლა.