ამერიკელ კალათბურთელ კობი ბრაიანტთან ერთად ავიაკატასტროფას მისი 13 წლის ქალიშვილი ჯიანა მარია-ონორე ბრაიანტი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, კალიფორნიის ქალაქ კალაბასასში ჩამოვარდნილი კერძო ვერტმფრენის ბორტზე 9 ადამიანი იმყოფებოდა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ავიაკატასტროფას 5 ადამიანი ემსხვერპლა.
41 წლის კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში 26 იანვარს დაიღუპა.