ამერიკული მას - მედიის მტკიცებით, ცნობილი კინომსახიობი, 54 წლის შერონ სტოუნი კვლავ ბრწყინვალე „სპორტულ“ ფორმაში იმყოფება.
საინტერესოა, რომ მიხეილ სააკაშვილის ახლო „დაქალი“, დიეტას საერთოდ არ იცავს. ცოტა ხნის წინ ქალბატონმა განაცხადა, რომ ძალიან უყვარს გემრიელი ჭამა და არასოდეს უკრძალავს თავს ამ სიამოვნებას.
„იძულებული ვარ, გამუდმებით ვაკონტროლო წონა, ძალიან რომ არ გავხდე.
მე ძალიან ბევრს ვმოძრაობ, და არ ვეკუთვნი იმ ადამიანებს, მარტო სალათებით რომ შეუძლიათ არსებობა.
სადილზე სიამოვნებით გეახლებით დიდ სტეიკს, ან უზარმაზარ, გემრიელ ჰამბურგერს.“ - განაცხადა შერონ სტოუნმა.