კემბრიჯის ჰერცოგინია კარდიფში მდებარე ბავშვთა ცენტრს ესტუმრა. მისი გამოჩენა ახალ პროგრამასა და კვლევას უკავშირდება, რომელიც ბავშვთა ადრეული განვითარების პერიოდში არსებული პრობლემების აღმოფხვრა და მათი ოჯახებისთვის დახმარების აღმოჩენა გახლდათ.
შესაბამისად, ჰერცოგინია ადგილზე მყოფი ბავშვების მშობლებსაც გამოესაუბრა.
ამასთანავე, ის ამჯერადაც საკმაოდ ღია იყო და პირველად ალაპარაკდა იმ პრობლემებზე, რომელთა წინაშეც პირველი შვილის - პრინცი ჯორჯის დაბადების შემდეგ აღმოჩნდა.
"როცა ჯორჯი მეყოლა. უილიამი ჯერაც მუშაობდა რთული გრაფიკით და როცა აქ აღმოვჩნდი, პატარა ბავშვით ხელში, თავს სრულიად იზოლირებულად და მოწყვეტილად ვგრძნობდი," - აღნიშნა ჰერცოგინია.
ფანებმა ეს აღიარება მეგან მარკლის გასულ წელს გამოქვეყნებულ ინტერვიუსაც დაუკავშირეს, რომელშიც ის საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე საუბრობდა და ჟურნალისტს ამით დაინტერესების გამო ცრემლმორეული უხდიდა მადლობას.