ასტრონავტები კრისტინა კოხი და ლუკა პარმიტანო ისტორიაში შევლენ როგორც პირველი ადამიანები, რომლებმაც კოსმოსში ორცხობილები გამოაცხვეს. ამის შესახებ Guardian-ი წერს.
მათი ამოცანა იყო საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ღუმლის გამოცდა, რომელიც მიკროგრავიტაციის პირობებში საკვების მოსამზადებლადაა გათვლილი. ეს მოწყობილობა მომავალში შეიძლება ხანგრძლივი კოსმოსური ფრენებისთვის გამოდგეს.
გასული წლის ბოლოს, შობის დღესასწაულამდე კოხმა და პარმიტანომ 5 ორცხობილა მოამზადეს. ამასთან, მათ თავიანთი ნახელავი არ გაუსინჯავთ, ის ასტრონავტებს SpaceX-ის კაპუსლით დედამიწაზე უნდა გაეგზავნათ.
როგორც აღმოჩნდა, კოსმოსში ორცხობილის მომზადებას უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე დედამიწაზე, სადაც ცხობის პროცესს 20 წუთი სჭირდება.
პირველი კომსოსური ორცხობილა მათ ღუმელში დაახლოებით 20 წუთი გააჩერეს, თუმცა ცომი ნოტიო გამოვიდა, მეორე ორცხობილას ისინი 75 წუთს აცხობდნენ, თუმცა კარგი მაინც არ გამოვიდა.
მომდევნო ორცხობილისთვის ასტრონავტებმა დრო გაახანგრძლივეს. მეოთხე და მეხუთე ორცხობილას ისინი 120 და 130 წუთის განავლობაში აცხობდნენ.
SpaceX-ის კაპსულა დედამიწაზე 7 ნოემბერს დაბრუნდა, თუმცა ექსპერიმენტის შესახებ 2 კვირის შემდეგ გახდა ცნობილი. ორცხობილებს ლაბორატორიაში სწავლობენ, რათა გაარკვიონ, არის თუ არა მავნე კოსმოსში მომზადებული დესერტი.