კომპანია Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ინტიმური ფოტოები გამოცემა The National Enquirer-ს მისი შეყვარებულის ძმამ, მაიკლ სანჩესმა მიჰყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.
მათი მტკიცებით, სანჩესმა The National Enquirer-ისგან 200 ათასი დოლარი მიიღო. შეთანხმების ფაქტი დაადასტურა კომპანია American Media-მაც, რომელსაც გამოცემა The National Enquirer-ი ეკუთვნის.
გამოცემა The National Enquirer-მა გამოაქვეყნა ბეზოსისა და ჟურნალისტ ლორენ სანჩესის ფოტოები, როდესაც მილიარდერი ჯერ კიდევ მეუღლე მაკენზი ბეზოსს არ იყო დაშორებული.