ამერიკელი რეპერი YG (ნამდვილი სახელი - კინონ დეიკუონ რეი ჯექსონი) ძარცვის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა TMZ ავრცელებს.
პოლიცია ლოს-ანჯელესში, 29 წლის შემსრულებლის სახლში ჩხრეკის ორდერით მივიდა. ჩხრეკის დასრულების შემდეგ სამართალდამცველებმა რეპერი დააკავეს. გათავისუფლების სანაცვლოდ გირაოს სახით მას 250 ათასი დოლარის გადახდა მოუწევს.
რეპერის ადვოკატის თქმით, საქმეზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. დამატებით დეტალებზე სამართალდამცველები კომენტარს არ აკეთებენ.