ტოკიოში მიმდინარე 2020 წლის ჰაცუ ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა, ტოჩინოშინმა კიდევ ერთი შეხვედრა დათმო. ტურნირს მე-14 დღეს ლევან გორგაძე სეკივაკე ტაკაიასუსთან დამარცხდა.
ამ წაგების შემდეგ ტურნირზე მისი ბალანსი 5:9-ზე გახდა.
სამწუხაროდ, ტოჩინოშინმა დადებითი ბალანსი ვერ დააფიქსირა და ახალი ბანძუკის დროს, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო დაქვეითდება. ამჟამად ტოჩინოშინი დასავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდებას ატარებს.