7 რამ ქალის გარდერობიდან, რაც მამაკაცს იზიდავს

7 რამ ქალის გარდერობიდან, რაც მამაკაცს იზიდავს

ცხადია, არ მოგიწოდებთ იმისკენ, რომ მამაკაცის მოსახიბლად აუცილებლად აღიაროთ სტილი, რომელსაც შემოგთავაზებთ. მთავარი არის ის, რომ სამოსი, რომელიც გაცვიათ, თავს კომფორტულად გაგრძნობინებდეთ და თავდაჯერებას გმატებდეთ.

თქვენ გაქვთ უფლება, რომ აირჩიოთ ნივთები თქვენი მსოფლმხედველობის და გემოვნების საფუძველზე.

თუმცა, საინტერესოა ის, თუ რა უნდა იცოდეთ მამაკაცების მოსაზრებაზე თქვენს გარდერობთან დაკავშირებით.

სტილისტმა მარია კოტკოვამ ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც ტოპ-7 რამ გამოიკვეთა, რაც მამაკაცებს იზიდავთ.

მოხდენილი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი

ეს ერთგვარი გამოწვევაც არის, რადგან მთელი დღე წვრილქუსლიან ფეხსაცმელზე დგომა მარტივი საქმე არაა. საბედნიეროდ, მოდის ტენდენციები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ბრტყელქუსლიან ფეხსაცმელს ვირგებდეთ, რომელიც საოფისე სტილსაც უხდება.

გრძელი, წელზე გამოყვანილი ქურთუკი

წინამორბედისგან განსხვავებით, ასეთი ტრენდული ქურთუკები სულაც არ იწვევს დისკომფორტს.

რა არის მასში ასეთი მომხიბლავი? ის, რომ ყველანაირი სტილის სამოსთან შეგვიძლია ვატაროთ.

ეს შეიძლება იყოს როგორც სპორტული ფეხსაცმელი, ასევე საღამოს კაბა.

კორსეტი

შეიძლება ითქვას, რომ კორსეტმა თავისი საწყისი დანიშნულება დაკარგა, მაგრამ ახლაც ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ვარიანტად ითვლება.

ბოლო დროს მას ხშირად იცვამენ მაისურის ზევიდანაც.

ტანზე გამოყვანილი, თხელი ჯინსები, რომლებიც ფორმებს სრული სიზუსტით იმეორებს

მოკლე ტოპი

თუ ჩვენი ფიგურა ამის საშუალებას გვაძლევს და საკმარისი გამბედაობაც გვაქვს, რატომაც არა?

შეეცადეთ, მაღალწელიან შარვალს შეუხამოთ.

მხრებზე გადაწეული კაბა

შეიძლება არც კი დაიჯეროთ, მაგრამ მამაკაცების უმეტესობა ქალის მხრებს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და მაცდურ ნაწილად მიიჩნევს. ასევე, კისერსაც.

შესაბამისად, ჩაცმულობა, რომელიც ამ ნაწილებს წარმოაჩენს, მას კიდევ უფრო აღელვებს.

მინი-ქვედაბოლო

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მინი-ქვედაბოლოსთან თვალშისაცემი, "მტაცებლური" ვარცხნილობის გამოყენება სასურველი არაა.

სავარაუდოდ, ამგვარი გზით შეიძლება ვულგარულად გამოვიყურებოდეთ. ამიტომ ბალანსის დაცვა საჭიროა.

შეგიძლიათ მაღალყელიან ჩექმებსა და ბოტასებთანაც თამამად გამოიყენოთ.