მამაკაცის იდეალური ქალი, მისი ზოდიაქოს მიხედვით

მამაკაცის იდეალური ქალი, მისი ზოდიაქოს მიხედვით

ყველა მამაკაცს თავისი იდეალური ქალის პორტრეტი აქვს შექმნილი. როგორც გაირკვა, ეს მისი ზოდიაქოს ნიშნის მიზეზი ყოფილა. თუ იცით თქვენი საყვარელი მამაკაცის ზოდიაქოს ნიშანი, გაიგებთ, როგორი ქალები მოსწონს მას ან როგორი უნდა გახდეთ, თუ მის გვერდით ყოფნა გსურთ.

ვერძი

მოსწონს თავდაჯერებული, მიზანმიმართული გოგონები. თავის გვერდით ვერ აიტანს მუდამ მოწუწუნე და დეპრესიაში მყოფს. აგრეთვე, ვერძს თავი რომ მოაწონოთ, მუდამ ფორმაში უნდა იყოთ, მიმზიდველად ჩაცმული, შეიძლება ცოტა სექსუალურადაც. მას სიამოვნებს, როცა მისი საყვარელი ქალი სხვა მამაკაცებსაც მოსწონთ. ამით კიდევ უფრო მეტი ჟინი უჩნდება, რომ დაიპყროს იგი.

კურო

ჭკვიანი და დიასახლისი ქალები მოსწონს. ქარაფშუტას და ბრიყვს გვერდითც კი არ დაიყენებს. კუროს ენერგია სჭირდება და სასურველია, თუ მის გვერდით მხნე და ენერგიული იქნებით. დაანახვეთ, როგორი ყოჩაღი დიასახლისი ხართ, როგორ კარგად გეხერხებათ ხელსაქმე. აგრეთვე, დაარწმუნეთ, რომ მისთვის ცხოვრების საიმედო მეგზური იქნებით.

ტყუპი

საკუთარ თავზე ყველაფერს პირველ პაემანზე ნუ მოუყვებით, მისთვის მალევე გახდებით უინტერესო. მას კი სურს, რომ ქალი მუდმივად აოცებდეს. ის აგრეთვე აღმერთებს საიდუმლოებებსა და გამოცანებს. დარჩით მისთვის ამოუცნობი, დააინტრიგეთ. ამასთანავე, თქვენი ტყუპი მუდამ ეჭვებში უნდა იყოს. გიყვართ, მიეჯაჭვეთ? იქნებ მის გარდა სხვასაც ხვდებით?.. ერთი სიტყვით, არ მოადუნოთ, მუდმივად ინტრიგებში გყავდეთ.

კირჩხიბი

უყვარს ქალები, რომლებიც ყველა მის უსიამოვნებას აგვარებენ. ინტელექტუალურად განვითარებული ლიდერი ქალი კი მისი იდეალია. აგრეთვე, კირჩხიბი მეტად სენტიმენტალური და რომანტიკულია. ყურადღება მიაქციეთ თქვენს სულიერ სამყაროს, შინაგან ბუნებას, რადგან მხოლოდ ლამაზი ქალი კირჩხიბს არ მოეწონება, მას შინაგანი სამყაროც მდიდარი უნდა ჰქონდეს.

ლომი

ლომს თავი რომ მოაწონოთ, ბრჭყვიალა, ნაცრისფერი მასისგან გამორჩეული უნდა იყოთ. მისი ყურადღების მისაქცევად საუკეთესო თვისებები უნდა გამოავლინოთ და ღირსეულად უნდა გეჭიროთ თავი. თქვენი სილამაზე იმდენად მნიშვნელოვანი არაა. მთავარია, როგორ წარმოაჩენთ მას. ლომისთვის აგრეთვე მნიშვნელოვანია თქვენი სოციალური სტატუსიც.

ქალწული

მოიხიბლება კარიერისტი ქალით. უნდა იყოთ საქმიანი, პრაქტიკული; გქონდეთ სურვილი, რომ იყოთ წარმატებული და კარიერაშიც მწვერვალების დასაპყრობი გეგმა უნდა გქონდეთ შემუშავებული. ქალური სისუსტის გამოვლენას ქალწულის გვერდით არ გირჩევთ. უფრო მეტიც, ხანდახან მასაც უნდა მიუთითოთ, რა გააკეთოს და როგორ მოიქცეს. ერთი სიტყვით, უფროსი უნდა იყოთ სამსახურშიც და ოჯახშიც.

სასწორი

თუ მეგობრები, კოლეგები, პარტნიორები და ნაცნობები პატივს გცემენ, მათთვის ავტორიტეტი ხართ და ამასთანავე, ლამაზიც, სასწორს აუცილებლად მოეწონებით. მისთვის მნიშვნელოვანია, რას ამბობენ სხვები თქვენზე და თუ მათ თქვენი თავი შეუქეს, ეს გაუღვივებს თქვენ მიმართ ინტერესს. გარდა ამისა, მოეწონება, თუ გამოავლენთ იუმორის გრძნობას, იქნებით ინტელექტუალურად განვითარებული და საინტერესოდ მოსაუბრე.

მორიელი

ერთი მხრივ, სუსტი ქალები არ უყვარს, მაგრამ არც საკუთარ თავზე მბრძანებლობის საშუალებას მოგცემთ. ანუ უნდა იყოთ ძლიერი, მაგრამ მეორე. უნდა გქონდეთ დახვეწილი მანერები, ელეგანტური, უნდა შეგეძლოთ საზოგადოებაში ღირსეულად მოქცევა. თქვენი გრძნობები გულწრფელი უნდა იყოს, ტყუილს მორიელი არ გაპატიებთ. დაიცავით მასთან დისტანცია, მაგრამ ცივი ნუ იქნებით. იყავით ჭკვიანი, მაგრამ არ დაამციროთ უცოდინრობით. იყავით თამამი და მის გვერდით მსხვერპლს ნუ დაემსგავსებით.

მშვილდოსანი

ზედმეტად ჭკვიანი ქალები, რბილად რომ ვთქვათ, აღიზიანებენ, მათ გარეშეც იცის, როგორ უნდა მოიქცეს. მან უნდა გასწავლოთ თქვენ და არა პირიქით. მის გვერდით მხიარული, ამყოლი გოგონა უნდა იყოს, რომელიც მის გასართობს გაიზიარებს, მისნაირი თავგადასავლების მოყვარული იქნება. ამასთანავე, გახსოვდეთ, რომ ვარცხნილობა და მანიკიური მუდამ იდეალური უნდა გქონდეთ.

თხის რქა

მის გვერდით მსოფლიოში საუკეთესო ქალი უნდა იყოს. თქვენი სილამაზე, პრაქტიკულობა, გარშემო მყოფების პატივისცემა - ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სასურველია, სოციალური სტატუსიც მაღალი გქონდეთ, იყოთ კარიერაზე ორიენტირებული. ამასთანავე, არ უნდა იყოთ მომაბეზრებელი და სენტიმენტალური. მუდამ მოწუწუნე და მოტირალი ქალი თხის რქას ჭკუიდან გადაიყვანს.

მერწყული

საერთო ინტერესების ქონა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ის დიდ დროს ატარებს მეგობრებთან ერთად. ამიტომ, ამ ფაქტს მშვიდად უნდა შეხვდეთ და მის მეგობრებთან კარგი დამოკიდებულება უნდა გქონდეთ. უნდა შეგეძლოთ არსებული სიტუაციიდან ორიგინალური გამოსავლის მოძიება.

თევზები

მოსწონს რომანტიკული და სენტიმენტალური ქალები. მხიარული, ცოტათი სევდიანი და მიმნდობი ქალი მისი გულის ვარდია. მოგვიანებით, მოგთხოვთ, რომ გამოავლინოთ კულინარიული შესაძლებლობები, იყოთ კარგი დიასახლისი. მის სახლში უნდა იყოს სიმყუდროვე, გემრიელი კერძი და ჰარმონიული დამოკიდებულება.