სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მცხოვრები ვერნონ კრიუგერი 500-ლიტრიან ღვინის კასრში 24 მეტრის სიმაღლეზე ორ თვეზე მეტია „ცხოვრობს“. კრიუგერისთვის ეს სულის გამოცდაა. 1997 წელს მან ბოძზე დამაგრებულ კასრში ჯდომის ხანგრძლივობის რეკორდი დაამყარა - მაშინ ის კასრში 67 დღე იყო, წინა რეკორდი 54 დღე იყო.
2020 წლის 21 იანვარს კრიუგერმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა თუმცა გადაწყვიტა, რომ კასრში კიდევ დარჩეს და რეკორდული დღეების რაოდენობა 80-მდე დაამრგვალოს.
კრიუგერის თქმით, იქ ჯდომა არც ისე ცუდია - აქვს მობილური ტელეფონი და შესაბამისად გარესამყაროსთან კავშირი. მნახველებს კასრში არ უშვებენ თუმცა მათ შეუძლიათ რამე დაუყვირონ ქვემოდან ან ხელი დაუქნიონ. კრიუგერი კარგადაც იკვებება - საკვებს პირდაპირ რესტორნებიდან აწვდიან.