ჟან პოლ გოტიემ ნახევარსაუკუნოვანი კარიერა დაასრულა. ცნობილმა ფრანგმა დიზაინერმა ბოლო ჩვენება, სახელწოდებით „მოდა მთელი ცხოვრება“ პარიზის თეატრში გამართა. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება.
შოუში მისი ცნობილი მუზები და ვარსკვლავები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყვნენ ამერიკელი მსახიობი დიტა ფონ ტიზი, მის საფრანგეთი და მის სამყარო-2016 ირის მიტენარი, ამერიკელი ტოპმოდელი ბელა ჰადიდი, ესპანელი მსახიობი როსი დე პალმა და ასევე ფრანგი მომღერალი მილენ ფარმერი.