ერიკსენის

ერიკსენის "ინტერში" ტრანსფერი გადაწყდა

მილანის „ინტერმა“ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ „ტოტენჰემთან“ შეთანხმებას მიაღწია კრისტიან ერიკსენის ტრანსფერის შესახებ.

გავრცელებული ინფორმაციით, სკანდინავიელი ნახევარმცველი უახლოეს ხანში იტალიურ გრანდს შეუერთდება და კლუბთან კონტრაქტს 2024 წლამდე გააფორმებს. „ტოტენჰემი“ ერიკსენის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც 5 მილიონი ბონუსის სახით დაემატება. თავად ფეხბურთელი კი, სეზონში 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

დანიელ ნახევარმცველს „მამლებთან“ ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და გუნდის დატოვებას დიდი ხანია ლამობს.

ერიკსენი „ტოტენჰემში“ 2013 წლის ზაფხულში „აიაქსიდან“ გადავიდა და გუნდის ბოლოდროინდელ წარმატებებში დიდი წვლილი მიუძღვის.