საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ჯანო ანანიძე კარიერას კვიპროსის „ანორთოსისში“ განაგრძობს. 27 წლის ნახევარმცველმა ფამაგუსტას კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.
ანანიძე 2009 წლიდან 11 წლის განმავლობაში მოსკოვის „სპარტაკში“ გამოდიოდა და ამ გუნდთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე რამდენიმე დღის წინ გაწყვიტა.
გიორგი ლორიას, მურთაზ დაუშვილის, თორნიკე ოქრიაშვილისა და ნიკოლოზ კაჭარავას შემდეგ, ჯანო „ანორთოსისის“ მეხუთე ქართველი ლეგიონერი იქნება.
თემურ ქეცბაიას მომზადებული გუნდი კვიპროსის ჩემპიონატს 36 ქულით ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ „ომონიას“ 4 ქულით უსწრებს.
ანანიძის დებიუტი სავარაუდოდ, კვირას, 26 იანვარს. სწორედ „ომონიასთან“ შეხვედრაში შედგება.