კაროლინ ვოზნიაცკიმ კარიერა დაასრულა

კაროლინ ვოზნიაცკიმ კარიერა დაასრულა

დანიელმა ჩოგბურთელმა კაროლინ ვოზნიაცკიმ სპორტული კარიერა დაასრულა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეში მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ტუნისელ ონს ჟაბერთან 5:7, 6:3, 5:7 დამარცხდა.

რამდენიმე თვის წინ ვოზნიაცკიმ განაცხადა, რომ კარიერას ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ დაასრულებდა.

კარიერის განმავლობაში ვოზნიაცკიმ WTA-ს ეგიდით 30 ტურნირი, მათ შორის „დიდი სლემის“ ერთი ტურნირი - 2018 წლის ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო.