„გამოვიდა, ევროდეპუტატებისთვის მთავარი არა სიტუაციაში გარკვევა, არამედ პრეტენზიების ხმამაღლა გაჟღერება იყო“

„გამოვიდა, ევროდეპუტატებისთვის მთავარი არა სიტუაციაში გარკვევა, არამედ პრეტენზიების ხმამაღლა გაჟღერება იყო“

ცალკეული დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკული შეფასება, ანალიტიკოს ამირან სალუქვაძეს განცხადებით, ვერ გახდება საქართველოსთვის სანქციების დაწესების საფუძველი. მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ სიმშვიდის საფუძველი უნდა ჰქონდეს. როგორც სალუქვაძე აცხადებს, დასავლელ პოლიტიკოსებს უნდა ესმოდეთ, რომ საქართველოში საარჩევნო წელი დაიწყო და მიუღებელია რომელიმე პოლიტიკური ძალის სასარგებლო ან საწინააღმდეგო განცხადებების ასე ორკესტრირებულად გაკეთება.

for.ge ამირან სალუქვაძეს საუბრა.

უკვე მეორედ მიიღო გიორგი გახარიას ხელისუფლებამ კრიტიკული წერილები კონგრესიდან. ხელისუფლების მისამართით, ბოლო დროს, ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან გახშირებული კრიტიკული წერლები რას ემსახურება?

ამირან სალუქვაძე: საჯარო წერილები და საჯარო კრიტიკა რომ ცუდია, ორი აზრი არ არსებობს. კონგრესმენი კიზინგერი სულ ახლახანს იმყოფებოდა საქართველოში, მონაწილეობდა ბათუმში ჩატარებულ თავდაცვის საერთაშორისო კონფერენციაში და მსგავსი განცხადებები არ გაუკეთებია. ისე, საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრია და, ვფიქრობ, იმ ინფორმაციებზე დაყრდნობით, რომლებსაც მას აწვდიან, გულრწფელია და საქართველოსადმი კეთილი განწყობები გააჩნია.

რაც შეეხება კონგრესმენ მალინს, რომელიც „ფრონტერასთან“ დაკავშირებით აკეთებს განცხადებებს, ვიცით რა, ამ კომპანიის საქმიანობის საკმაოდ საეჭვო და სკანდალური დეტალები, მის ადგილას თავს შევიკავებდი ასეთი განცხადებებისგან, მით უმეტეს, რომ ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში სასამართლო დავა მიმდინარეობს. ევროდეპუტატების გამოსვლები კი არ მიმაჩნია კორექტულად. იმ სიტუაციაში, როცა პრეტენზიების ადრესატებს პასუხისთვის სათანადო დრო არ ჰქონდათ.

გამოვიდა, რომ მათთვის მთავარი არა სიტუაციაში გარკვევა და პასუხების მოსმენა, არამედ პრეტენზიების ხმამაღლა გაჟღერება იყო. ქართული დელეგაციის წევრთა პასუხები, შესაბამისად, არადამაჯერებელი იყო და იქ მყოფ აუდიტორიაზე პოზიტიურ გავლენას ვერ მოახდენდა. თავად რა მიზნებს ისახავდნენ, ეს ერთია, მაგრამ, ვფიქრობ, კარგად უნდა ესმოდეთ, რომ საქართველოში საარჩევნო წელი დაიწყო და მიუღებელია, რომელიმე პოლიტიკური ძალის სასარგებლო ან საწინააღმდეგო განცხადებების ასე ორკესტრირებულად გაკეთება.

გუშინ გავრცელდა როგორც ამ, ისე სხვა დეპუტატების განცხადებები და დაინტერესებულ ადამიანებს მოვუწოდებ გაეცნონ. სირცხვილია, როცა უცხოელი ევროდეპუტატი გვასწავლის, რომ ქართველებს ერთი სამშობლო გვაქვს და ევროპარლამენტი პოლიტიკური ქულების დასაწერ არენად არ უნდა ვაქციოთ.

ხელისუფლებამ ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკას შეფასება უკვე მისცა და კონგრესმენები, ისევე როგორც ევროპარლამენტარებინაციონალური მოძრაობისმეგობრებად, ლობისტებად და თანამშრომლებადაც კი მოიხსენია. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ნაციონალების გავლენა ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე?

- ადრე ბევრჯერ მითქვამს, რომ ოპოზიციურ ძალებს დასავლეთში გაცილებით მეტი რესურსები ჰქონდა და აქვს, ვიდრე მმართველ პოლიტიკურ ძალას. ჩვენი ქვეყნის ტრაგედიაა, რომ ოკუპაციის პირობებში და ევროინტეგრაციის ურთულეს გზაზე მდგომი სახელმწიფო საგარეო არენაზე რესურსების გაერთიანებას ვერ ახერხებს. ასევე, ქვეყნის პრობლემაა, როცა პოლიტიკურ ძალებს შორის ასეთი მძაფრი დაპირისპირებაა და მუდმივად აქვთ რევანშის შიში. ჩვენთან არაა ჯანსაღი, განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკური პროცესი.

თქვენ გინახავთ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებამდე ბალტიისპირეთის ქვეყნების პოლიტიკური ძალების დაპირისპირება ევროსტრუქტურებში, ან ვინმეს ვაშინგტონში ქვეყნის საწინააღმდეგოდ სანქციების დასაწესებლად წერილი მიეწეროს? ის რომ ენმ-ს ან სხვა პარტიებს მეტი გავლენა აქვთ დასავლეთში და ხელისუფლება ვერ ახერხებს თავისი სათქმელის მიტანას პარტნიორებამდე, ხელისუფლების ბრალია.

ესეც ხომ შიდა საინფორმაციო სივრცე არაა? ვინ უშლით დაამყარონ მჭიდრო ურთიერთობები, ქვეყნის შიგნით მოღვაწე დიპლომატებთან იქონიონ მეტად აქტიური კონტაქტები როგორც დიპკორპუსთან, ასევე ევროსტრუქტურებთან, მეგობარი ქვეყნების პოლიტიკოსებთან, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ანალიტიკურ წრეებთან?!

რამდენად ადეკვატურად რეაგირებს ხელისუფლება დასავლელი პარტნიორების კრიტიკაზე - „ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული, მაგრამ მთავარია ოფიციალური ვაშინგტონის განცხადება და ის მხარდაჭერა, რაც ქვეყანას აშშ-ის მხრიდან გააჩნია“, - ასეთია ხელისუფლების პასუხი

- ხელისუფლების ეს რეაქცია შიდა ბაზარზეა გათვლილი და ვერ იმუშავებს ვერც კონგრესში, ვერც ევროპარლამენტში. უნდა გაათვითცნობიერონ, რომ იმის მიუხედავად, ეთანხმებიან თუ არა, ასეთი განცხადებებისგან თემა იქმნება, თემებისგან პროცესი, წვეთი ქვა ხვრეტს, ბალახი კლდეს ხეთქავს. ამიტომ მმართველმა გუნდმა დასკვნები უნდა გამოიტანოს, ასევე საერთაშორისო არენაზე მეტად გააქტიურდნენ. რაც შეეხება თეთრი სახლის, სახელმწიფო დეპარტამენტის, კონგრესის, ევროსტრუქტურების ოფიციალურ პოზიციებს, ისინი განსხვავებულია და საქართველოს მხარდამჭერია.

როგორ ფიქრობთ, დასავლეთის მხრიდან ასეთი მწვავე კრიტიკა შეიძლება გადავიდეს კონკრეტულ მოქმედებებსა და სანქციებში?

- არა დასავლეთის, არამედ ცალკეული პოლიტიკოსების კრიტიკა. შესაბამისად, სანქციებს არ მოველი არც ამერიკის, არც ევროკავშირის მხრიდან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ სიმშვიდის საფუძველი უნდა ჰქონდეს.

დასავლეთის მხრიდან გაჟღერებული კრიტიკა ფიქრობთ, რომ პროპორციული არჩევნების ჩაგდების გამოძახილია? თუ ამას აქვს სხვა მიზეზი, ვთქვათ - გიორგი გახარიას რუსეთის მოქალაქეობა, ან თუნდაც ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა?

- გიორგი გახარია 2016 წლიდან აღარაა რუსეთის მოქალაქე. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, სადმე, რომელიმე კანონში წერია, რომ მმართველი პარტიის ლიდერი აუცილებლად პრემიერი უნდა იყოს? მე მის ადგილას დავიკავებდი პრემიერის პოსტს, სალაპარაკო რომ არ ყოფილიყო. როგორ ფიქრობთ, ენმ-მა რომ გაიმარჯვოს, მიხეილ სააკაშვილს არ ექნება გავლენა თავის პარტიაზე? ან ახლა არ აქვს? თუ საპარლამენტო უმცირესობაზე სხვა ქვეყნიდან არაფორმალური ზეგავლენის მოხდენა შეიძლება და მმართველი პარტიის თავმჯდომარეს უფლება არ აქვს მმართველი გუნდის საქმიანობა წარმართოს?

„ქართული ოცნების“ პრობლემაა ამ საკითხებზე სათანადოდ რომ ვერ პასუხობს. არც საარჩევნო სისტემის მოდელია დასავლეთის ან რუსეთის საქმე. როცა „ოცნებამ“ ეს იდეა გააჟღერა, იმავე დღეს ვთქვი ინტერვიუში, რომ არ მიმაჩნია მართებულად, მაგრამ თუ ასე სურთ, ვცადოთ მეთქი. წელიწადია ვწერ იმ მოდელზე, რომელზეც 2008-ში უნდა გადავსულიყავით, კერძოდ 100/50-ზე. ასე რომ, ჩემთვის ეს მოდელია მისაღები. ბევრი ქვეყანა გადავიდა ამ პროპორციაზე - ორი მესამედი ერთ მესამედზე.

მოკლედ, ქვეყანას არ შეიძლება პრეტენზია წაუყენო საარჩევნო სისტემის გამო. პრეტენზიები შეიძლება იყოს საარჩენო კანონმდებლობასთან და არჩევნების გამჭვირვალეობასთან დაკავშირებით. ხოლო, შერეული სისტემა იქნება, პროპორციული თუ სრულად მაჟორიტარული, ეს ჩვენი ქვეყნის გადასაწყვეტია. პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს მოსახლეობას, ამომრჩეველს, შეუსრულებელი დანაპირების გამო. ამის მიუხედავად ცალკეული კონგრესმენების თუ ევროდეპუტატების განცხადებები მმართველი გუნდისათვის ყურადსაღები უნდა იყოს.

ჩვენი ხელისუფლება თვალდათვალ ჰკარგავს დასავლეთთან დიალოგის გზებს და ეს, პირველ რიგში, სახელმწიფოებრივად არის სახიფათო“, - ასეთი შეფასებები ისმის საქართველოში ანალიტიკოსების მხრიდან. რამდენად ეთანხმებით მსგავს შეფასებას და დასავლეთიდან წამოსული გზავნილები შეიძლება თუ არა განვიხილოთ, როგორც ამერიკის მთავრობის ოფიციალური განცხადება?

- ამერიკის მთავრობის ოფიციალური პოზიცია, ამერიკის მთავრობის ოფიციალურ განცხადებებშია. როცა დემოკრატიის ხარისხის გამო შენიშვნები აქვთ, ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს კი არა, ზესახელმწიფოებს არ ერიდებიან. მაგრამ, განვმეორდები, „ქართული ოცნება“ ამ განცხადებებს მთელი სერიოზულობით უნდა მოეკიდოს.

trampi ნეტა   ამათ  დირექტორის(ჩვენი  სოფლის  თავჯდომარის)   თავში  ჩამახედა..... დათვს   თავში  ურტყამდნენ  და  ის  კიდევ ...... ეს  რა  ბრაგიბრუგიაო.........თავზე  ექცევათ  ყველაფერი  და  ესენი  კიდევ  მაინც  იმას  გაიძახიან---  ეს  რა  ბრაგიბრუგიაო.     ნაცების  მოსყიდულმა  კონგრსმენებმა  და   ევროპარლამენტარებმა    ამ  დებილებს   ყველა  მხრიდან  სინქრონულად,   სუ  ქოქოლა  დააყარეს    და  ესენი  კიდევ  ისევ  მაინც  ჭურში  ზიან ...   დებილები!!!!    ვოლსკი  ეხლა-ღა    გაიძახის ----- ეტყობა  ამერიკელ   კონგრესმენებთან   უფრო   ჩაღრმავებული  საუბარია  საჭირო,   მეტი  ინფორმაცია  რომ  მივაწოდოთო.. ბრმა  რასა   სჩიოდა  და  ორთავ   თვალებსაო.... .....კი  მაგრამ  აქამდე  ესენი  რას  აკეთებდნენ----  ბალსა  სჭამდნეენ??  ამათ  ეგ  რომ  უნდა  ეკეთებინათ,  აქამდე    არ  იცოდნეენ??  არადა   ეგ  ვოლსკი    ამ  ,,დეცკი  სადდთან,,  შედარებით    ცოტა  უფრო  ჭკვიანი  კაცი  მეგონა....
  ბიჯოოოოო........ეს  კანდელაკი (სხვებიც)  ამ  დასავლეთში   რომ  ყოველ  შაბათ---  კვირას  ,,პრაგულკაზე,,  დადიოდა-დადის,  სინამდვილეში  ,,იქ  ზემოთ,,  ეგ  რისთვის  და  რატომ    დარბის  ამას    რაააა.....ეს  დებილები     ეხლაღა    მიხვდნეეენ??  თუ  ეს  ჩათლახი  კანდელაკი  ამათ   მართლა  ტურისტულ  მოგზაურობებში  მოსიარულე  ეგონათ??  ეგ  რომ  ყოველ  ჯერზე   მიშასგან    წლობით  ნაკვებ  თავიააანთ  დამქაშებთან,    მხოლოდ  და  მხოლოდ  ამათ   ძირ  გამოსათხრელად    დადიოდა,    ამათ  ეგ  ამბავი  არ  იცოდნეენ?
 ან  ნაცები ,, იქ,,  რა  და  როგორ   ამბებს   ჩაიტანდნენ    არ  იცოდნენ---  ვერ  ხვდებოდნეენ??
 ან  ამ  ნაცების    ,,დემოკრატიულად,,  ჩაწყობილ--ნაჩათლახარი   საქმეეები   დღეს   თუ  ხვალ   ამათ    ცხვირში  რომ   მოხვდებოდათ   მაგასაც  ვერ  ხვდებოდნეენ??
  მოკლედ  ამათზე  რომ  ვიძახი  დებილები არიან  მეთქი  პირველ  რიგში  აი  ამისთანა  დოყლაპიაობებზე  ვიძახი. კიდევ   ქვეყნის  რამეების  თქმა  მინდა  მაგრამ  ნერვები  არ  მყოფნის,  აზრებს  ვერ  ვუყრი,  თავს  ყველაფერი  ერთად  მიტრიალებს  თავში
ჰოოოოდა  პირველ  რიგში  ამათ  სუ  კახურად  მინდა  ვაგინო  კეთილები...ამდენ  შეცდომებს  რომ უშვებენ
 მერე    გამყიდველი ჩუგოშვილის არჩეულ--დანიშნულ  სახალხო  დამცველზე    მის  და-ქალ  ლომჯარიაზე  მინდოდა  მეთქვა  ,,კაი,, რაღაცეები.
  მიშასგან    გამომძღარ   კონგრესმენებსაც შევაწევდი ორიოდე  სიტყვას
აირაი  და  ენდეაის  ჩათლახობებზე  ხომ საერთოდ  არცა  ღირს  ლაპარაკი  

არადა  როგორი  ჟრიამული  აქვთ  ატეხილი  ნაცებს....  

და  ბოლოს    22.01.2020 / 22:04ამერიკელი კონგრესმენები - შეწუხებული ვართ იმ ფაქტით, რომ "ქართული ოცნების" მიერ დანიშნული პროკურორები თავიდან ხსნიან საგამოძიებო საქმეებს, რომლებიც მიმართულია პარტიის ოპონენტების წინააღმდეგ

აი  ხალხო  პუტინი  ხომ  მტერია  და  მტერი!!!!!!!!!!! ..... ეგ ხომ  ისედაც  ნაღდად  ვიცით  რომ  მტერია!!!!....მაგრამ ესენი   რომ   ვითომ  მეგობრები  არიან ?? მტერი მოყვრულად მოსული მტერზედაც,   ბევრჯერ  მტერია--ო  

აი  ............... კოხაბიტაციას  რომ  ბიძოს  აბრალებთ--ვაბრალებთ....სინამდვილეში  აი  ესეთი  ჩათლახების  გამო  მოგვიწყვეს  ეს  ავად  სახსენებელი  კოხაბიტაცია  ---ეხლაც  კი  იმას  რო  გაიზახიან  ნაცებს  ხალი  არ  ახლოთო  .....და  2012  ში  რას  იზამდნენ?? 
არ  დაიჯეროთ  ხალხნო,  არც  მაგათი  მეგობრობა  და  არც  ის  რომ  მაგათ  ჩვენი სიკეთე   უნდოდეთ........მაგათ  საქართველო  მარტო  რუსეთის  საჩხვლეტ    ტერიტორიად  უნდათ,  ხოლო  აქაური  ხელისუფლება  კიდევ  ისეთი,  რომელიც  მათ  დაკრულზე, მათ  მოსაწონად  კარგად  იცეკვებს(ანუ  ნაცები)..ნაცები  აქ  ხალხს  ხოცავდნენ თუ  ცოცხლად  ჭამდნენ, სინამდვილეში  მაგათ სუ  დიშლაზე  ეკიდათ--ჰკიდიათ...მათთვის   მთავარია   საქართველო  იმათ  ჭკვაზე  კარგად  ,,დარეფორმირდეს,,.მათი  ამაოცანები  აქ  კარგად  შესრულდეს   და  ამას  ვინ  გაააკეთებს  მიშა   თუ  გრიშა  ეგ  სულ  არ  ანტერესებთ. ვინც  კარგად  შეასრულებს  მაგათ   ,,რეფორმებს,, მაგათი  ლუბიმჩიკიც  ის იქნება.... უბრალოდ  მიშა    მათ  დაკრულზე  საქართველოს  იმ  ცხრა  წელში  კარგად  არეფორმირებდა(29  ათასი  პატიომარი  3000  პრობაციონერი.) საქართველო  იმათ  დაკრულზე     კარგად  ცეკვავდა(2008)   და   ამიტომაც   იყო  იმ  ავადსახსენებელ  პარიოდში  მაგათგან  სიტყვა  დემოკრატია ..... ადამიანის  უფლებები....  და  ესეთი  რაღაც-რაღაცეები    საერთოდ  რომ  არ  გაგვიგია გვესმოდა....საქართველო   სამაგათოდ   კარგად  რომ   რეფორმირდებოდა,  იმიტომაც  ჩუხჩუხებდა  მაშინ  საქართველოში   დემოკრატია...
მიშას  მაყუთს  ეგენი  დემოკრატიის  ჩუხჩუხს  ეძახოდნენ
  ეხლა  კი ......თურმე   მიშას  დემოკრატიასთან  შედარებით   საქართველოში    დემოკრატია  იქცევა ..და   პარლამენტის   შტურმით  აღების  მცდელობაც    თურმე მხოლოდ დემოკრატიის  გამოხატულება  ყოფილა 
რომელ  ერთი  უნდა  ჩამოთვალო  მაგ  მეგობრების   უნამუსობა??--...  ქართველ  ხალხს  პირდაპირ  შეურაცხყოფას  გვაყენებენ--- შავზე გვიმტკიცებენ  თეთრიაო.....  გინდათ  თუ  არა  მასიურად  ყველამ  სკლეროზი  უნდა  დაიმართოთ,  რომ  ის  ცხრა  წელი  აღარ  ახსენოთო   და  კიდევ  ათას  სისულელებს  გვიმტკიცებენ და  აბა  ამისთანა  რამეეებს  რომ   ქართველ   ერს   ურცხვად  უმტკიცებენ  და     ჩვენ  რომ  ეგ არ   მოგვეწონოს ----- გასაკვირიააა???  
მოკლედ    ,,ძიებს,,  ნაცებთან  შედარებით  ამათი  რეფორმები  იმიტომ  არ  მოსწონთ,  რომ   ამერიკის  დაკრულზე  ესენი  ბოლომდე  კარგად  ვერ  ცეკვავენ(ცოტას  ქართულსაც  ურევენ).. 
აი  სწორედ  ამიტომ  ,,ირღვევა,,  საქართველოში  დემოკრატია  და  მისი ,,საერთაშორისო  სტანდარტები,,.   ჰოოოდა  მავანნი  იმიტომაც   ცდილობენ  ნაცების  ხელისუფლებაში  დაბრუნებას  ან  ისეთი  მთავრობის  დასამას(ანუ   სულ  გაყიდულების) რომ   მაგათ  ,,რეფორმებს,,  საქართველოში არანაირი  დაბრკოლება  აღარ  ჰქონდეს.... ხოლო   დემოკრატია  კი   საქართველოში  ისევ  ძველებურად(მიშას   სტილში) ჩუხჩუხობდეს
დემოკრატიაააა??
დემოკრატია  არა ..... ქინძი!!!   
4 წლის უკან
trampi ალეკო ელისაშვილი - ივანიშვილი ისე ნუ იზამს, რომ რიგით მოქალაქეებზე უფრო ღარიბი გახდეს, კონგრესმენებს შეუძლიათ გადაწყვეტილება მიიღონ და მის ანგარიშებს ყადაღა დაადონ

ყოჩაღ....სათქმელს რომ ხმამაღლა ამბობ ....არადა ეგ ყველამ იცოდა
აი ზუსტად მაგით აშინებენ ბიძოს ამ წლების განმავლობაში
ზუსტად იმიტომ შემოგვტენეს ეს ავად სახსენენბელი კოხაბიტაცია
აი ეგააა სინამდვილეში საქმის თავიც და ბოლოც
4 წლის უკან
trampi 29 ათასი პატიმარი 30 ათასი პრობაციონერი.....ანუ ხალხი რომლებსაც ბოლო ლუკმაც კი იქ მიატანინეს..................
ხალხს ძირი გააძვრეს, ლუკმაც აღარ დაუტოვეს და ......ის ხალხი საზღარგარეთ გადაიხვეწა
ბიძომ გაააქციაო..........................
არადა ყველამ კარგად იცის რატომაც გაიქცა ის ხალხი საქართველოდან....ლუკმა... ლუკმაც რომ აღარ დაუტოვეს იმ ხალხს ნაცებმა იმიტომ... იმიტომ გადაიხვეწა ის ხალხი საქართველოდან
ხოოდა ................. გაიქცეოდნენ აბა რას იზამდნენ??
4 წლის უკან