იოლანდა და ბელა ჰადიდები ჯასტინ ბიბერს რთულ დაავადებასთან ბრძოლაში ეხმარებიან

იოლანდა და ბელა ჰადიდები ჯასტინ ბიბერს რთულ დაავადებასთან ბრძოლაში ეხმარებიან

25 წლის კანადელმა მომღერალმა და სიმღერების ავტორმა - ჯასტინ ბიბერმა რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას გაუმხილა, რომ ლაიმის დაავადებას ებრძვის, რომლის ვაქცინაც ჯერჯერობით არ არსებობს, პრევენცია კი, უბრალოდ დაავადების გადამტანი მწერებისგან თავის არიდებას გულისხმობს.

მას შემდეგ, რაც მომღერალმა აღნიშნული ფაქტი გაამხილა, სოციალურ ქსელებში მისი ემოციური კადრები განმეორდა, რომლებიც დაავადების ერთ-ერთ სიმპტომს - თავის ტკივილს დაუკავშირეს და აღნიშნულმა ფაქტმა გაცილებით სხვანაირად დაანახა ფანებს მისი ყოველდღიური ცხოვრება.

თუმცა მომღერალი ამ დაავადებასთან ბრძოლაში მარტო არ არის და როგორც ჟუსტინ Bიებერ: შეასონს-ის დოკუმენტური სერიებიდან ირკვევა, მას ჰადიდების ოჯახი ეხმარება, რადგან იოლანდა და ბელა ჰადიდებ დაბადებიდან ამ დაავადებასთან უწევთ გამკლავება. "მათ ღირებული ინფორმაცია გაუზიარეს და ჯასტინისთვის ეს საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა," - ამბობენ ინსაიდერები.