ოჯახური ქიშპი თუ შემთხვევითობა? მეგან მარკლი ქეით მიდლტონის ვიზიტის შემდეგ საკუთარ საქმიანობაზე ალაპარაკდა

ოჯახური ქიშპი თუ შემთხვევითობა? მეგან მარკლი ქეით მიდლტონის ვიზიტის შემდეგ საკუთარ საქმიანობაზე ალაპარაკდა

მას შემდეგ, რაც მეგან მარკლი და პრინცი ჰარი კანადაში გადავიდნენ საცხოვრებლად, ოჯახის გარშემო მიმდინარე მითქმა-მოთქმას ბოლო არ უჩანს. ამჯერად საქმე მეგან მარკლის სოციალურ ქსელებში გააქტიურებას ეხება, რომელიც ზუსტად იმ დღეს დაემთხვა, როცა ქეით მიდლტონმა ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშემწყობი კამპანია დაანონსა და რამდენიმე შეხვედრაც ჰქონდა.

სასექსის ჰერცოგინიამ იმავე დღეს ინსტაგრამზე 2 კვირის წინ გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც უპატრონო ძაღლთა თავშესაფარშია გადაღებული, რომელიც მისი მფარველობის ქვეშ ერთი წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა

ვიზიტი ლონდონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მოხდა, თუმცა ამ უწყინარი ამბის სწორედ იმ მომენტში გაჟღერების გამო, როცა ქეით მიდლტონი გამოჩნდა საქმიანი ვიზიტებით, მეგან მარკლს აკრიტიკებენ. ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე უამრავი ასეთი კომენტარი ფიქსირდება - "ვიღაც (მეგანი) ისეთი უსუსურია, რომ როგორც კი ქეითი მნიშვნელოვანი საქმით ჩნდება, ზუსტად მაშინ აქვეყნებს რაიმეს, ეს შემთხვევითობაა?!".