"ქენდალ ჯენერი პიარისთვის ცხოველებს აწამებს!", რის გამო დაიმსახურა მოდელმა საზოგადოების კრიტიკა?

24 წლის ამერიკელი მოდელი - ქენდალ ჯენერი კიდევ ერთხელ გახდა უარყოფითი კომენტარების ობიექტი. ამჯერად Keeping up With Kardashians-ის ვარსკვლავს ცხოველთა მიმართ უდიერ მოპყრობაში ადანაშაულებენ, რაზეც საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც გოგონა საკუთარ ძაღლთან ერთად ქუჩაში სეირნობის დროს დააფიქსირეს.

ქენდალი პაპარაცებმა საკუთარ დობერმანთან დააფიქსირეს, რომელსაც პიროს ეძახის, თუმცა მახვილ თვალს არც ძაღლის უხეში საყელური გამორჩენია, რომლის ანალოგების იმპორტი ავსტრალიაში საერთოდ იკრძალება, ამერიკის შეერთებულ შტატებში კი, მის ასაკრძალად პეტიცია შეიქმნა.

რაც შეეხება მოდელს, რომელიც როგორც შოუს ქომაგებისთვის მისი ბავშვობიდანაა ცნობილი, ძაღლები მცირე ასაკიდანვე უყვარს, თუმცა ამ გამოჩენის შემდეგ, საზოგადოება მათ პიარისთვის გამოყენებაზე ალაპარაკდა. "ასე მას ინსტაგრამისთვის "მაგარი" ფოტოს გადაღება შეეძლება, თუ არ გავიხსენებთ იმ ფაქტს, რომ მას ხუთი სხვადასხვა ძაღლი ჰყავდა, მას მხოლოდ ის მოსწონს,  რაც ესთეტიკურად მომხიბვლელია," - დაწერა ერთ-ერთმა გამომწერმა.