საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. დღეს, რევაზ ჩომახიძის მომზადებულმა გუნდმა თურქეთის ნაკრები 12:6 დაამარცხა და ათეულში ადგილი მოიპოვა.
ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე მეტი 3-3 ბურთი ანდრია ბითაძემ და მიხეილ ბაღათურიამ გაიტანეს.
ევროპის ჩემპიონატს საქართველოს ნაკრები გერმანია-რუმინეთის წყვილში გამარჯვებულთან შეხვედრით დაასრულებს და მეცხრე ადგილის დაკავებისთვის იბრძოლებს.