უეფას ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი საფეხბურთო საქმიანობას უბრუნდება. ფრანგი ფუნქციონერი პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტის, ფილიპ პიას მრჩევლად დაინიშნა.
რომელმაც პლატინი ასე დაახასიათა: „მიშელი უნიკალური ადამიანია, რომელსაც 1972 წლიდან ვიცნობ. მას უყვარს მოსმენა, არის ძალიან კარგი იდეების მატარებელი და ყოველთვის კარგი რჩევების მიცემა უყვარს“.
2015 წელს ფიფას ეთიკის კომიტეტმა პლატინი საფეხბურთო საქმიანობას იოზეფ ბლატერთან ერთად ჩამოაშორა. 2019 წლის ოქტომბერში კი ფრანგის მიმართ გატარებული სანქციები შერბილდა და მას ფეხბურთში დაბრუნების საშუალება მისცეს.