ტოკიოში მიმდინარე 2020 წლის პირველ სუპერტურნირზე, ჰაცუ ბაშოზე ლევან გორგაძე კიდევ ერთხელ დამარცხდა. ტოჩინოშინი ოძეკის ტიტულის მქონე ტაკაკეიშოს დაუპირისპირდა და კოტენაგეს ილეთით წააგო.
ჩატარებული თორმეტი ორთაბრძოლის შემდეგ ქართველი სუმოისტის ანგარიშზე 5 მოგება და 7 მარცხია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაშოს დადებითი ბალანსით დასასრულებლად ტოჩინოშინს დარჩენილი სამივე ორთაბრძოლის მოგება სჭირდება.
ხვალ, 24 იანვარს გორგაძის მეტოქე კიდევ ერთი ოძეკი, გოეიდო იქნება.