ლეგენდარული მუსიკოსი ოზი ოსბორნი პარკინსონის დაავადებას ებრძვის. ამის შესახებ მან, თავისმა ცოლმა და მენეჯერმა შერონმა გადაცემაში „დილა მშვიდობისა ამერიკა“ განაცხადეს.
„ეს პარკინის დაავადების ფორმაა. ამ ავადმყოფობის ბევრი სხვადასხვა ფორმა არსებობს. ეს სასიკვდილო განაჩენი არ არის, მაგრამ ამ სენს სხეულის გარკვეულ ნერვებზე აქვს გავლენა“, - თქვა შერონმა.
„ეს საშინლად გამომწვევი წელი იყო ყველა ჩვენგანისთვის, კისერზე ოპერაცია გავიკეთე, რამაც ჩემს ნერვებზე იმოქმედა. ოპერაციის შემდეგ ხელებს ვერ ვგრძნობ. ფეხები მიცივდება, არ ვიცი, ეს პარკინსონია თუ არა, მაგრამ უცნაური შეგრძნებაა“, - განაცხადა 71 წლის მუსიკოსმა.