ექსპერტებმა ვან გოგის ავტოპორტრეტის ნამდვილობა საბოლოოდ დაადასტურეს

ექსპერტებმა ვან გოგის ავტოპორტრეტის ნამდვილობა საბოლოოდ დაადასტურეს

ექსპერტებმა მრავალწლიანი დავის შემდეგ საბოლოოდ აღიარეს, რომ ჩაფიქრებული კაცის ნახატი ვინსენტ ვან გოგის ავტოპორტრეტია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ხელოვნების ექსპერტებმა 1889 წელს შესრულებული ეს ნახატი დაადგინეს როგორც ერთადერთ ავტოპორტრეტად, რომელიც ვან გოგმა ფსიქოზის პერიოდში დახატა. მისი ავთენტურობა ამსტერდამში ვან გოგის მუზეუმა დაადასტურა.

ექსპერტების თქმით, ვან გოგმა საკუთარი თავი 1889 წლის გვიან ზაფხულს, საფრანგეთში, სანტ-რემიში დახატა.

ნახატთან დაკავშირებით ეჭვები 1970-იანი წლებიდან არსებობდა.