რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის კიდევ ორი კანდიდატი იბრძოლებს

რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის კიდევ ორი კანდიდატი იბრძოლებს

რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის კიდევ ორი კანდიდატი იბრძოლებს. ცოტა ხნის წინ, რაგბის კავშირის ვებ-გვერდზე გავრცელდა ოფიციალური განცხადება, სადაც წერია, რომ საკუთარი კანდიდატურა ბაჩო ხურციძემ და ირაკლი აბუსერიძემ ოფიციალურად დაარეგისტრირეს.

ხურციძე წლების განმავლობაში რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. აბუსერიძე თავის დროზე ეროვნული ნაკრების კაპიტანი იყო, ამჟამად კი პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრია.

შეგახსენებთ, რომ პირველად თავისი კანდიდატურა მოქმედმა პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ დაარეგისტრირა, რომელიც "დიდი ათის" ექვსმა გუნდმა წარადგინა. რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები 30 იანვარს, 13:00 საათზე დაიწყება.