მოსკოვის „სპარტაკმა“ ჯანო ანანიძესთან კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტა ოფიციალურად დაადასტურა. ქართველი ფეხბურთელი კი, „სახალხო გუნდს“ სოციალურ ქსელში ვრცელი წერილით დაემშვიდობა.
ჯანოს განცხადებით, ყველას არ ეძლევა შანსი ისეთ დიდ გუნდში ითამაშოს, როგორიც „სპარტაკია“ და ეს კლუბი სამუდამოდ დარჩება მის გულში.
„დღეს მე და საფეხბურთო კლუბი „სპარტაკი“ შევთანხდით, ურთიერთთანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ. ჩვენ მივიჩვენთ, რომ ეს მოცემულ ვითარებაში სწორი გადაწყვეტილებაა. ძალიან მიხარია, რომ 11 წლის წინ ისეთ შესანიშნავ გუნდში მოვხვდი, როგორიც „სპარტაკია“. წლების განმავლობაში ჩემს ცხოვრებასა და საფეხბურთო კარიერაში იყო როგორც ნათელი, ისე შავი ფერები.
მაგრამ „სპარტაკი“ გახდა ჩემი სახლი და სწორედ აქ ვგრძნობდი მხარდაჭერას ცუდ პერიოდებში. ეს მხარდაჭერა შეუცვლელი იყო კლუბის ხელმძღვანელობისგან და უპირველეს ყოვლისა, მისი ხელმძღვანელისგან, ლეონიდ ფედუნისგან, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ 11 წლის განმავლობაში ჩემთან ერთად იყო: ფეხბურთელები, მწვრთნელები, სამედიცინო და ტექნიკური პერსონალი, საწვრთნელი ბაზის თანამშრომლები. ყველას არ ეძლევა შესაძლებლობა დაიცვას ისეთი დიდი გუნდის ფერები, როგორიც „სპარტაკია“.
ამავდროულად ვგრძნობდი გულშემატკივართა თბილ მხარდაჭერას ერგულად, რისთვისაც მათი ძალიან მადლობელი ვარ. დიახ, ჩვენი ბილიკები გაიყო, მაგრამ რაც არ უნდა მომხდარიყო, „სპარტაკი“ სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში“, - დაწერა ჯანომ ინსტაგრამში.
შეგახსენებთ, ანანიძე „სახალხო გუნდის“ ღირსებას 2009 წლიდან იცავდა. ხსენებულ პერიოდში ქართველმა „სპარტაკის“ რიგებში 146 თამაში ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა, 17 საგოლე პასი შეასრულა, თითოჯერ რუსეთის ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი გახდა.