ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვებით დაიწყო

ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვებით დაიწყო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვებით დაიწყო.

ტურნირზე 26-ე ნომრად განთესილმა 27 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ წრეში 22 წლის სამხრეთკორეელ კვონ სუნ ვუს ხუთ სეტში, 6:7, 6:4, 7:5, 3:6, 6:3 მოუგო. შეხვედრა 3 საათსა და 55 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილმა 20 ეისი შეასრულა, 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 18-დან 7 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.

ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მეორე წრეში ესპანელი ფერნანდო ვერდასკო იქნება. შეხვედრა 23 იანვარს, თბილისის დროით, ღამის 3 საათზე დაიწყება.