მაშინ, როცა პრინცი ჰარი უკვე კანადისკენ მიემგზავრება, ოჯახის დანარჩენი წევრები კი ბუკინგემის სასახლეში არიან აფრიკისა და დიდი ბრიტანეთის ინვესტირების სამიტზე, მეგან მარკლი წვიმიანი კანადით ტკბება და შვილთან - არჩისთან ერთად სუსხიან ამინდს არ უშინდება.
მარკლი 2 უმცროს მეგობართან ერთად ტყეში სეირნობისას პაპარაცებმა დააფიქსირეს, რომელთა ობიექტივშიც ასევე მოხვდნენ დაცვის წევრები, რომლებიც დედა-შვილის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ.
მარკლი ამჯერადაც სპორტული, ტანზე გამოყვანილი სამოსით დააფიქსირეს, რამაც საზოგადოების ყურადღება უმალ მიიპყრო, რადგან სამეფო ოჯახში მსგავსი სამოსი დიდად რეკომენდებული არ გახლდათ.
ფოტოებმა სოციალური ქსელები დაიპყრო და არაერთგვაროვანი გამოხმაურებაც მოჰყვა, მაგალითად, Daily Mail-ის გამომწერთა ნაწილი მას შვილის ხელში ჭერის "მოუხერხებელი" მანერის გამო აკრიტიკებს, ნაწილი მიუთითებს რომ ჰერცოგინიამ წონაში საგრძნობლად დაიკლო, დანარჩენები კი, მის გადაწყვეტილებას უმაღლეს წოდებაზე აურის თქმის შესახებ, კიდევ ერთხელ იწონებს.