დიდ ბრიტანეთში ჯგუფ Queen-ის პატივსაცემად მონეტა გამოუშვეს

დიდ ბრიტანეთში ჯგუფ Queen-ის პატივსაცემად მონეტა გამოუშვეს

დიდ ბრიტანეთში როკჯგუფ Queen-ის პატივსაცემად სამახსოვრო მონეტა გამოუშვეს. ამის შესახებ BBC წერს.

ეს ლეგენდარული კოლექტივისადმი მიძღვნილი პირველი მონეტაა სერიაში, რომელთა გამოშვებას დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანა აპირებს.

მონეტაზე გამოსახულია Queen-ის ლოგოტიპი და ჯგუფის წევრების მუსიკალური ინსტრუმენტები: ბრაიან მეის ელექტროგიტარა, როჯერ ტეილორის დასარტყამი ინსტრუმენტი, ჯონ დიკონის ბასგიტარა და ფრედი მერკურის მიკროფონი.

სამახსოვრო მონეტები 3 ვარიანტად იქნება წარმოდგენილი: ოქროს, ვერცხლის და უბრალო მეტალის მონეტები. ფასები 13-დან 2220 ფუნტ სტერლინგამდე მერყეობს.