მადრიდის „ატლეტიკო“ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში თავდასხმის ხაზის გაძლიერებას ცდილობს. L’Equipe-ს ცნობით, „როხიბლანკო“ ედინსონ კავანის შეტევისთვის იდეალურ ვარიანტად განიხილავს.
კავანის პსჟ-სთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და გუნდს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, თუმცა „ატლეტიკოს“ მისი დაუყოვნებლივ შეძენა სურს და მზადაა ფრანგებს 10 მილიონი ევრო გადაუხადოს.
პარიზელთა პასუხი ამ წინადადებაზე ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
შეგახსენეთ, კავანი პსჟ-ს ღირსებას 2013 წლიდან იცავს და 291 თამაშში 198 გოლი აქვს გატანილი. თუმცა, მიმდინარე სეზონში მაურო იკარდისთან კონკურენციაში ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და 13 მატჩში მხოლოდ 5 გოლი გაიტანა.