2020 წლის პირველ სუპერტურნირზე, ჰაცუ ბაშოზე, ლევან გორგაძემ მეოთხედ გაიმარჯვა. ტოჩინოშინმა დასავლეთის მე-6 მაეგაშირაა, ტამავაში იორიკირის ილეთით დაამარცხა. თუმცა გორგაძის ბალანსი ისევ უარყოფითია - 4 მოგება და 5 მარცხი.
ტოჩინოშინის მეტოქე ხვალ, ტურნირის მეათე დღეს სეკივაკე ასანოიამა იქნება, რომელთანაც რამდენიმე თვის წინ მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილების გამო დამარცხდა, რამაც დიდწილად განაპირობა ქართველი სუმოისტისთვის ოძეკის წოდების დაკარგვა.