ჰასან ჯამილთან დაშორების შემდეგ რიანა A$AP Rocky-სთან შენიშნეს

ჰასან ჯამილთან დაშორების შემდეგ რიანა A$AP Rocky-სთან შენიშნეს

მეგობარ კაცთან, მილიარდერ ჰასან ჯამილთან დაშორების შემდეგ მომღერალი რიანა რეპერ A$AP Rocky-სთან შენიშნეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა TMZ ავრცელებს.

რიანა და A$AP Rocky ბრუკლინში საქველმოქმედო საღამო 2020 Yams Day-ს დაესწრნენ, რომელიც ფსიქოაქტიურ ნივთირებებზე დამოკიდებულთა დასახმარებლად ზედიზედ მეხუთედ გაიმართა.

სამწლიანი ურთიერთობის შემდეგ რიანას და ჰასან ჯამილის დაშორების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.