ჰოლივუდის მსახიობებმა ბრედ პიტმა და ჯენიფერ ენისტონმა აშშ-ის კინოაკადემიის გილდიის დაჯილდოებაზე თაყვანისმცემლები გააოცეს. TMZ-ის ცნობით, ყოფილი ცოლ-ქმარი ერთმანეთის მიმართ ემოციებს და მაქსიმალურ ყურადღებას დაუფარავად გამოხატავდა.
გამოცემის ინფორმაციით, თაყვანისმცემლებმა იმასაც მიაქციეს ყურადღება, თუ როგორ უღიმოდა პიტი ენისტონს. მსახიობს „ქალის როლის დრამატულ სტილში საუკეთესოდ შესრულებისთვის“ გილდიის ჯილდო გადაეცა.
პიტმა და ენისტონმა რომანტიკულ ურთიერთობები რომ აღადგინეს, თაყვანისმცემლებს ეჭვი ჯერ კიდევ მაშინ გაუჩნდათ, როცა მექსიკაში ბავშვთა სახლი ერთად მოინახულეს.
2019 წლის ივლისში ტაბლოიდები წერდნენ, რომ პიტი და ენისტონი ერთად არიან.