ამერიკელი მომღერალი დევიდ ოლნი სცენაზე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Variety ავრცელებს.
ფლორიდაში, საავტორო სიმღერის ფესტივალზე გამოსვლის დროს 71 წლის მომღერალი შეუძლოდ გახდა და სკამზე ჩამოჯდა. მაყურებლებმა და სცენაზე მყოფმა სხვა მუსიკოსებმა იფიქრეს, რომ ოლნიმ დასვენება გადაწყვიტა.
კონცერტის სხვა მონაწილეების ცნობბით, ოლნი შეუძლოდ მესამე სიმღერის შესრულების დროს გახდა. მან ბოდიში მოიხადა და თავი დახარა. მუსიკოსებმა ექიმების მოსვლამდე მისი გონზე მოყვანა სცადეს, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ.
დევიდ ოლნის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.