პაატა ზაქარეიშვილი: „რამდენად მძიმედაა საქმე, რომ ივანიშვილს უწევს აკეთოს ის, რასაც ვერ იტანს, აკეთოს პოლიტიკა“

პაატა ზაქარეიშვილი: „რამდენად მძიმედაა საქმე, რომ ივანიშვილს უწევს აკეთოს ის, რასაც ვერ იტანს, აკეთოს პოლიტიკა“

„იმედი მაქვს, რომ მისი აქტიურობა პირველ რიგში საქართველოში არჩევნების ნორმალურად ჩატარებას შეუწყობს ხელს," - ასე აფასებს „რეზონანსთან" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, აშშ-ს ელჩის საქართველოში კელი დენანის დანიშვნას.

დენანმა ფიცი უკვე დადო, რომლის ცერემონია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა, მისი პრიორიტეტი საქართველოში დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობა, აშშ-ის ინტერესების დაცვა და საქართველოსთან, როგორც აშშ-ის პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობათა განმტკიცება იქნება.

ზაქარეიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ აშშ-ს ელჩის საქართველოში დანიშვნა დემოკრატიის განვითარებას ხელს შეუწყობს.

„ელჩი რომ დაინიშნა, მიხარია, ეს ძალიან კარგია და იმედი მაქვს, რომ მისი აქტიურობა პირველ რიგში საქართველოში არჩევნების ნორმალურად ჩატარებას შეუწყობს ხელს, იმიტომ, რომ აშკარად ჩვენს დასავლელ მეგობრებს, რომლებსაც სჯერათ, რომ საქართველოში დემოკრატიაა,მათ ამაში დარწმუნება სჭირდებათ და ყველაზე ეფექტურია არჩევნებით ცვლილება.

„მგონია, რომ ქალბატონი დენანი ყველაფერს გააკეთებს, რათა დააკვირდეს, ნახოს რამდენად ეფექტური იქნება არჩევნები, რომ დასავლეთმა დაიჯეროს, რომ საქართველოში მართლა მიმდინარეობს დემოკრატიული მოძრაობა, საქმე ისაა, რომ მთავრობის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებამ, ეს ყველაფერი ეჭვქვეშ დააყენა და იმედი მაქვს, რომ მათი ჩართულობა ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიის განვითარებას," - აცხადებს იგი.

მისივე თქმით, წინასაარჩევნოდ სავარაუდო სამთავრობო ცვლილებებს, აშშ-ს ელჩის დანიშვნასთან არანაირი საერთო არ აქვს.

„მგონია, რომ ეს აშშ-ს ელჩის დანიშვნასთან არაფერ შუაშია, უბრალოდ ივანიშვილი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას" საქმე ძალიან მძიმედ აქვს. ძალინ მიკვირს მისგან, როცა შეუძლია, რომ სხვა არჩევანი გააკეთოს, რატომ ებღაუჭება ჩაძირულ გემს „ქართული ოცნების" სახით, რომლის გარშემო ძირითადად მედროვეები დარჩნენ, რომლებსაც მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა ადარდებთ.

„ივანიშვილი რატომ ეკიდება ხავსს „ქართული ოცნების" სახით, არ ვიცი, როცა კარგი პერსპექტივები ჰქონდა, შეეძლო ყოფილიყო მშვენიერი მეცენატი და ხელი შეეწყო საქართველოს განვითარებისათვის, ამის მაგივრად, „ოცნებას" ბოლომდე მიჰყვება უფსკრულში.

„როგორც ჩანს საქართველოში ჭორები მალე მართლდება-ხოლმე, ალბათ ივანიშვილს პრემიერ-მინისტრობა მოუწევს, რომელიც ძალიან არ უნდოდა, „ოცნების" უბედურება ისაა, რომ ხალხი არ ჰყავთ, ახალგაზრდები საერთოდ არ ჰყავთ და იმავე ხალხს აბრუნებენ, რომლებიც თავის დროზე სკანდალით წავიდნენ, იგივე შოთაძე და სხვები, ივანიშვილიც არ მალავდა, რომ არ უნდოდა პრემიერ-მინისტრობა, ესე იგი რამდენად მძიმედაა საქმე, რომ მაინც ამ როლში მოდის.

„ივანიშვილის პრემიერ-მინისტრად დაბრუნება ესაა აღიარებითი ჩვენება, რომ მას არავინ არა ჰყავს დედამიწის ზურგზე და თვითონ მოუწევს აკეთოს ის, რასაც ვერ იტანს, აკეთოს პოლიტიკა.

„ისე აჭრილია დღეს „ოცნება", რომ რასაც აპირებენ, იმას გააკეთებენ, ჩვენ არ უნდა მივცეთ მის უფლება, თორემ ამერიკა კი ვერ შეუშლის არჩევნების გაყალბებას, მოსახლეობამ არ უნდა შეუწყოს მას ხელი, ყველა აუცილებლად უნდა მივიდეს არჩევნებზე, რაც უფრო მეტი მივა, მით ნაკლები იქნება გაყალბების შანსი, ამერიკელები თავისთავად გაყალბებას ხელს ვერ შეუშლიან, ისინი დააფიქსირებენ ამ ყველაფერს," - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

Maverick ძაქარეიშვილა მას შემსეგ "რაცხა დიდი უბედურება რომ იყო" და დაიქნიეს, "სინიდისი (რომელიც ადრეც არასოდეს ქონია და მრავალჯერადი საცობი იყო და ყველა ბოთლს დიდი მონდომებით ეცობოდა), გობქვეშ ამოდოო" და ახლა პოლიტიკანის ამპლუაში გვდევლინება!...
4 წლის უკან
Maverick უკაცრავად, შეცდომებისთვის, გასწორება:
ზაქარეიშვილმა მას შემდეგ "რაცხა დიდი უბედურება რომ იყო" და დაიქნიეს, "სინიდისი (რომელიც ადრეც არასოდეს ქონია, მრავალჯერადი საცობი იყო ყველა ბოთლისთვის), გობქვეშ ამოდო" და ამჟამად პოლიტიკანის ამპლუაში მოგვევლინა!...
4 წლის უკან