ინგლისის პრემიერლიგის XXI ტურის შეხვედრაში, „საუთჰემპტონთან“, „ტოტენჰემისა“ და ინგლისის ნაკრების ფორვარდმა ჰარი კეინმა 75-ე წუთზე ტრავმა მიიღო (მარცხენა ბარძაყის უკანა კუნთის დაზიანება) და შეცვალე. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აუცილებელი იყო ქირურგიული ჩარევა და იპერაცია. გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ტოტენჰემის“ მთავარმეგოლე მოედანს აპროლში დაუბრუნდებოდა.
თუმცა კეინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებული ბოლო ცნობა დიდ თავსატეხს უჩენს როგორც „ტოტენჰემის“ ასევე ინგლისის ნაკრების ხელმძღვანელობას. როგორც ქირურგი კრის უისლონი აცხადებს ფეხბურთელი მოედანზე დაბრუნებას მომავალი სეზონისთვის შეძლებს, რაც იმის მაუწყებელია, რომ კეინი, სავარაუდოდ, 2020 წლის ზაფხულში ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს: „მართალია ვრცელდება ინფორმაცია, რომ კეინი მოედანს აპრილ-მაისში დაუბრუნდება, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ტრავმის სირთულიდან გამომიდანარე, ძალიან გამიკვირდება, ფეხბურთელმა ამ ვადაში დაბრუნება რომ მოახერხეოს. ვფიქრობ, ჰარის დაახლოებით 6 თვე დასჭირდება რეაბილიტაციისთვის და მხოლოდ ახალი სეზონის დასაწყისისთვის შეძლებს სრული დატვირთვით ვარჯიშის განახლებას“ - განუცხადა საქვეყნოდ ცნობილმა ქირურგმა The Independent-ს.