პორნოგვერდმა YouPorn-ომ პრინცი ჰარის ცოლს მეგან მარკლის სამსახური შესთავაზა. კერძოდ, სურვილის შემთხვევაში მას შეუძლია ეროტიკული კონტენტის ინდუსტრიაში იმუშავოს. შესაბამისი მიმართვა კომპანიის ხელმძღვანელმა გამოცემა Metro-ში გამოაქვეყნა.
„ჩვენ ვიცით, რომ საკმაოდ ბევრი შეთავაზება გაქვთ, მაგრამ გთავაზობთ კომპანიის დირექტორის თანამდებობას (განსაკუთრებულ ინიციატივებში). კერძოდ დაკავდებით YouPorn-თვის ქველმოქმედებით, მიიღებთ კრეატიულ გადაწყვეტილებებს, “- წერს კომპანიის ხელმძღვანელი.
პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა 8 იანვარს გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ სამეფო ოჯახის მაღალი თანამდებობის წევრების სტატუსს ტოვებენ, ფინანსური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მუშაობას აპირებენ, ცხოვრებას კი დიდ ბრიტანეთთან ერთად კანადაში გააგრძელებენ.
საოჯახო თათბირი 13 იანვარს გაიმართ, რომლის შემდეგაც დედოფლის განცხადება გავრცელდა. ელისაბედ მეორემ მხარდაჭერა გამოუცხადა პრინც ჰარისა და მის მეუღლეს.